მეცნიერებმა ის 10 თვისება გამოკვეთეს, რომელიც ჩვენ არამიმზიდველს გვხდის!


სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული კვლევების მიხედვით მეცნიერებმა გამოკვეთეს რამდენიმე თვისება, რაც ჩვენ ნაკლებად მიმზიდველებს გვხდის. აი ისინიც:

სტრესი

2013 წელს ბიოლოგიის წერილების ჟურნალში გამოქვეყნდა კვლევა, რის მიხედვითაც ის ქალები, ვისაც სტრესის მაღალი დონე აქვთ, არიან ნაკლებად მიმზიდველები.

მოტყუება

ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ტყუილი ყველაზე არამიმზიდველი საქციელია.

უძილობა

2010 წელს შვედმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ რაც უფრო ნაკლები სძინავს პიროვნებას, მით უფრო არამიმზიდველია ის.

სიუხეშე

კვლევა 2004 წელს ჩინეთში ჩატარდა. მოხალისეებს უნდა დაეთვალიერებინათ ფოტოსურათები. ამ უკანასკნელზე ადამიანები ნეიტრალური სახის გამომეტყველებით იყვნენ გამოსახულნი, უბრალოდ ამა თუ იმ გამომეტყველებას პოზიტიური და უარყოფითი აღწერა ჰქონდა მითითებული. აღმოჩნდა, რომ ადამიანები, რომლებიც უხეშად იყვნენ წოდებულნი, ნაკლებად მიმზიდველნი იყვნენ.

შეკუმშული სხეულის ენა

აკადემიკოსებმა, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დაასკვნეს, რომ ადამიანები, რომლებიც გადაჯვარედინებული ხელებით, შეკუმშული მხრებით სხედან, ნაკლებ სიმპათიას იწვევენ ხოლმე.

სიზარმაცე

სხვა ადამიანები ზარმაც პიროვნებებს დამღლელად მიიჩნევენ.

გამოიყურებოდე ზედმეტად მხიარულად

2010 წელს ბრიტანელმა მეცნიერებმა ჩათვალეს, რომ ზედმეტად მხიარული ადამიანები ნაკლებად მიმზდიველად გამოიყურებიან.

ზედმეტი სიამაყე

როგორც აღმოჩნდა, ზედმეტად ამაყი ქალები კაცებს არ მოსწონთ.

მსგავსი სუნი

ნიუ მექსიკოს უნივერსიტეტის დასკვნას თუ დავუჯერებთ, მსგავსი სუნის მქონე ადამიანები ერთმანეთს არ იზიდავენ.

იუმორის არქონა

გენდერის განურჩევლად, იუმორის არარსებობა ადამიანს ნაკლებ მიმზიდველს ხდის.