მესიმ შესაძლოა „ბარსელონა“ დატოვოს


ესპანური Cadena COPE-ის ცნობით, 2018 წელს ლეო მესიმ შესაძლოა „ბარსელონა“ დატოვოს.

ამის მიზეზად საგადასახადო კუთხით ფეხბურთელისთვის წაყენებული ბრალდებები სახელდება.

2018 წლისთვის, როდესაც ფეხბურთელს კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი ეწურება, ლეო 31 წლის იქნება და შესაძლოა კარიერა რომელიმე ევროპულ გრანდში განაგრძოს. ამასთანავე, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ თავად ფეხბურთელს კარიერის დასრულება არგენტინაში, „ოლდ ბოიზში“ სურს.

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend