“მე არ მაშინებს მკვდრებთან ძილი. შიმშილის მეშინია…” – კაცი, რომელიც საფლავში ცხოვრობს


77

ბრატისლავ სტოიანოვიჩი სერბეთში მშენებლად მუშაობდა. მას შემდეგ რაც ვალები დაუგროვდა სამსახურის და სახლის გარეშე დარჩა. როგორც ხშირად ხდება, მეგობრებმა და ნათესავებმა ზუგი აქციეს და ის სრულიად მარტო ქუჩაში აღმოჩნდა.

სხვა გამოსავალი, რომ ვერ იპოვა მან საფლავში დაიწყო ცხოვრება… 43 წლის კაცი უკვე 15 წელია საფლავში ცხოვრობს.

როგორც თავად ამბობს ცოცხლებთან ყოფნას, მკვდრებთან ცხოვრება ურჩევნია…

ის იმ ადგილას ცხოვრობს, სადაც 100 წლის წინ ადამიანი დამარხეს…

“სახლის” გასანათებლად ის სასაფლაოს სანათს იყენებს.

მისი საცხოვრებელის სიმაღლე 1,5 მ-ია.

საკვებს ის ნაგვის ურნაში ეძებს.

“თავიდან მეშინოდა, მაგრამ ახლა ცოცხლების უფრო მეშინია ვიდრე მკვდრების. სანამ ჩემი სახლიდან ამოვალ აქეთ-იქით ვიხედები, რომ უეცრად ვინმე არ შევაშინო.”

“ზოგს ვეცოდები და ტანსაცმელი და საჭმელი მოაქვს ჩემთვის, ზოგჯერ კი სანაგვეზე ვეძებ ყველაფერს, რაც მჭირდება და ხშირად გაოგნებულ ვარ იმით, თუ რას ყრიან ადამიანები ნაგავში.”

“მე არ მაშინებს მკვდრებთან ძილი. მკვდარი ვერაფერს დამიშავებს, ყველაზე მეტად შიმშილის მეშინია…”

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend