მას სხეულზე წამონაზარდი გაუჩნდა მაგრამ ყურადღება არ მიაქცია. მისი ოჯახი ისტორიას ჰყვება


1

ეს არის ისტორია ახალგაზრდა კაცისა, რომელიც კანის სიმსივნეს ებრძოდა.

პირველი შეცდომა, რაც სტივმა დაუშვა, ისაა, რომ მან ყურადღება არ მიაქცია მრგვალ წამონაზარდს მკლავზე, სანამ ის თითქმის კალათბურთის ბურთის ზომის არ გახდა. სწორედ ამის გამო, მას უამრავი ოპერაცია დასჭირდა.

სიმსივნე ამოკვეთეს, მაგრამ ანალიზმა მელანომა აჩვენა. მეორე ოპერაციით ამოკვეთეს დაზიანებული ქსოვილი, კუნთი და ლიმფური კვანძები.

სახლში დაბრუნების შემდეგ, პაციენტს ახალი პრობლემა გაუჩნდა, ბორძიკით საუბარი, საუბრისას სიტყვებისა და ციფრების არევა; როდესაც ლაპარაკისა და მოძრაობის უნარი დაკარგა, დედამისმა მხოლოდ მაშინ წაიყვანა საავადმყოფოში. აღმოჩნდა, რომ სიმსივნე ახლა თავში გაჩნდა. მაგრამ მას სჯეროდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.

ავადმყოფის მდგომარეობა სწრაფად უარესდებოდა. მან თქვა, რომ ყველაზე რთული იყო, რომ მას აღარ შეეძლო ადამიანებთან კონტაქტი და ამ უნარს იქამდე ვერ აფასებდა.

სტივს 6-საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა და ის გადარჩა.

პირველი, რაც მან საავადმყოფოდან გამოსვლისას გააკეთა, უთხრა დედას, რომ უყვარდა. სამწუხაროდ, კაცს ორგანიზმში სტაფილოკოკის ინფექცია შეეჭრა და ისევ საავადმყოფოში დაწვა. მას ერთი სული ჰქონდა, როდის ნახავდა თავის შვილებს.

სტივს კიდევ ორი ოპერაცია გაუკეთეს თავზე. მიუხედავად ყველაფრისა, ის მაინც მხიარული იყო. 4 ოპერაციის შემდეგ, ინფექციამ ტვინამდე ააღწია.

ის სახლში დაბრუნდა და რამდენიმე ხანი ოჯახის წევრებთან ერთად გაატარა.

და ბოლოს, საყვარელ ქალს დაემშვიდობა.

ეს ისტორია მისმა ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა გამოაქვეყნეს, რათა სხვა ადამიანებმა დროულად მიაქციონ ყურადღება სიმსივნის პირველად ნიშნებს.

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend