მას ინტერნეტში მდიდარი ქმრის პოვნა სურდა, მაგრამ ერთი კაცის პასუხმა ყველაფერი შეცვალა


d47c19763e6236fba2971388fbb26556


სტერეოტიპებს თუ დავუჯერებთ, მდიდარი კაცები ცოლად მხოლოდ ლამაზ ქალებს ირთავენ.

ერთმა ქალმა გადაწყვიტა, შეძლებული მეორე ნახევარი მოეძებნა და ეს წერილი ერთ-ერთ ფორუმზე გამოაქვეყნა, სადაც ადამიანები პარტნიორებს ეძებენ:

„პირდაპირ გეტყვით, რისი თქმაც მინდა. 25 წლის ვარ, ძალიან ლამაზი და მაქვს კარგი გემოვნება. მინდა, შევხვდე მამაკაცს, რომლის ხელფასიც შეადგენს 500 000 დოლარს ან უფრო მეტს. შესაძლოა, ხარბი გეგონოთ, მაგრამ ნიუ-იორკში 1000 დოლარი ხელფასის ოდენობა მხოლოდ საშუალო ფენას აქვს.

ბევრ რამეს არ ვითხოვ. ამ ფორუმზე არის ვინმე ისეთი, ვისი ხელფასიც 500 000 დოლარს შეადგენს და თუ არის, ყველა დაოჯახებულია? მინდა, შეგეკითხოთ: რა უნდა გავაკეთო, რომ თქვენსავით მდიდარი ადამიანის მეუღლე გავხდე?

მათ შორის, ვისაც ვხვდებოდი, ყველაზე მაღალი შემოსავალი, ვისაც ჰქონდა, ის მხოლოდ 250 000 დოლარს შეადგენდა.

გთხოვთ, მიპასუხოთ შემდეგ შეკითხვებზე:

1) სად შეიძლება, შეძლებულ მამაკაცებს შევხვდე? ( გთხოვთ, ჩამოწერეთ, რესტორნების, ბარების, სპორტ-დარბაზების სახელწოდებები);

2) ძირითადად, რომელ ასაკობრივ ჯგუფზე უნდა ვიფიქრო?

3) რატომ ხდება ისე რომ, მდიდარი ადამიანების ცოლები არც ისე ლამაზები და საინტერესონი არიან?

4) რის მიხედვით ჰყოფთ ქალებს მხოლოდ მეგობარ გოგონებად და მეუღლეებად? (ჩემი მიზანია, გავთხოვდე).

„მის სილამაზე“

მისი წერილის წაკითხვის შედმეგ, ნიუ-იორკის აღმასრულებელი ხელისუფლებიდან ერთ-ერთმა კაცმა, გადაწყვიტა, ქალისთვის ეპასუხა:

ძვირფასო „მის სილამაზევ“,

თქვენი წერილი დიდი ინტერესით წავიკითხე; ალბათ, ბევრი გოგონაა, ვისაც მსგავსი შეკითხვები უჩნდება.

მე ინვესტორი ვარ და ჩემი საშუალო შემოსავალი 500 000 დოლარზე მეტია. ბიზნესმენის გადმოსახედიდან, თქვენზე დაქორწინება ძალიან ცუდი იდეაა და მარტივად გიპასუხებთ, რატომ: თქვენი სურვილია სილამაზისა და თანხის გაცვლა, მომხიბვლელობა გაქრება, მაგრამ ჩემი ფული უმიზეზოდ – არა. ჩემი შემოსავალი შესაძლოა, ყოველ წელიწადს გაიზარდოს, მაგრამ თქვენ ვერ იქნებით ყოველ წელიწადს უფრო და უფრო მომხიბვლელი. თქვენი სილამაზე ათი წლის შემდეგ, ისეთივე ვერ იქნება, როგორიც დღეს არის.

ვისაც იმ რაოდენობის ხელფასი აქვს, რასაც თქვენ ითხოვთ, სულელი არ არის და ცოლად არ მოგიყვანთ, თუმცა კი, სიამოვნებით შეგხვდებათ. ჯობია, თავად გამდიდრეთ, ვიდრე ვინმე გამოთაყვანებული მდიდრის პოვნაზე იოცნებოთ. დაივიწყეთ ეს, ასე არ მოხდება!

რაც ყველაზე მთავარია, ადამიანში, გარეგნულზე მეტად, შინაგანი სილამაზე ფასობს.

იმედი მაქვს, ჩემი პასუხი დაგეხმარათ.

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend