მარადონა მესის ნაკრებიდან წასვლას და არგენტინულ ფეხბურთს ეხმიანება


დიეგო მარადონას განცხადებით, მესიმ სანაკრებო კარიერა ამ ფორმით არ უნდა დაასრულოს.

მას შემდეგ, რაც „კოპა-ამერიკას“ ფინალში, პენალტების სერიაში, ჩილემ არგენტინა 4:2 დაამარცხა, მესიმ კი თერთმეტმეტრიანის რეალიზება ვერ შეძლო, არგენტინელთა კაპიტანმა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.
მიუხედავად ამისა, არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, რომელიც ლეოსთან 2008-2010 წლებში მუშაობდა, თვლის, რომ მესიმ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც უნდა ითამაშოს.

„მესი ნაკრებში უნდა დარჩეს, რუსეთში გაემგზავროს და მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძოლოს. მაოცებენ ადამიანები, ვინც ამბობენ, რომ ლეომ სანაკრებო კარიერა უნდა დაასრულოს, ამით მათ არგენინული ფეხბურთის კრიზისის ხაზგასმა სურთ. ის, რაც ჩვენს ფეხბურთში ხდება, ძალიან მაღიზიანებს“, – აღნიშნა მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ.

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend