მანქანის ტარების თქვენეულ სტილს თქვენს ხასიათზე ბევრი რამის თქმა შეუძლია!


დარწმუნებული ვარ, თქვენ, რომლებსაც მართვის მოწმობა აღებული გაქვთ, არასოდეს დაფიქრებულხართ იმაზე, თუ როგორ ატარებთ მანქანას.

თქვენი ტარების სტილი კი თქვენსავე ხასიათზე ბევრ რამეს ამბობს.

მოდი, გავიგოთ უფრო მეტი რამ თქვენ შესახებ!

1. მინიმალისტი

თქვენ ცდილობთ ცხოვრება ისე გაიმარტივოთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია. გვერდით ის ადამიანები ჰყავთ, ვისაც ენდობით. თვლით, რომ ჯობს გყავდეს ცოტა მეგობარი და მათთან ხედავდეთ მომავალს. მინიმალისტობა სულაც არ ნიშნავს, რომ მოსასწყენი ხართ. თქვენი მეგობრები აფასებენ თქვენს გემოვნებას და ცხოვრებისადმი დამოკიდებულებას.

2. „მოღადავე“

თქვენი ტვინი სულ სასაცილო იდეების წარმოქმნის მზადყოფნაშია. ნებისმიერ სიტუაციაში შეგიძლიათ იპოვოთ ნიუანსი, რაც გაგაცინებთ. თქვენ სახალისო და ძალიან ენერგიული ადამიანი ხართ. ასევე გამოირჩევით კრეატიულობითა და სამსახიობო ნიჭით. გყავთ ბევრი მეგობარი.

3. მშვიდობისმყოფელი

არ გიყვართ დავა, ჩხუბი, კამათი. იშვიათად უწევთ ხმას და თქვენი ახლობლები ხვდებიან, რომ საქმე სერიოზულადაა. ყოველთვის ცდილობთ ყველგან მშვიდობის დამყარებას.

4. პერფექციონისტი

ყურადღებას აქცევთ ნიუანსებსა და დეტალებს. გიყვართ, როცა ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. აბსოლუტურად ხართ დარწმუნებული იმ თეზისში, რომ თუ რამის გაკეთებაა საჭირო, ეს სიკეთეა. თქვენი პერფექციონიზმი წარმატებისკენ მიგიყვანთ.

5. პანიკიორი

ხშირად გიწევთ ებრძოლოთ საკუთარ შიშებს. შეგიძლიათ დაბრუნდეთ სახლში ბევრჯერ მხოლოდ იმის გასაგებად დაკეტილია თუ არა კარი. ენდობით მარტო უახლოეს ადამიანებს. ამ უკანასკნელებს კი ძალიან უყვარხართ და ცდილობენ დამშვიდებაში დაგეხმარონ.

6. თავგადასავლების მაძიებელი

გიყვართ რისკი და მღელვარე სიტუაციები. თვლით, რომ ცხოვრებისგან მაქსიმუმი უნდა მოითხოვოთ. თუკი ჯერ პარაშუტით გადმოხტომა არ გიცდიათ, ამას მომავალში აუცილებლად გააკეთებთ. თუ საქმე სიყვარულს ეხება, მზად ხართ ნებისმიერ გრძნობას მიეცეთ. თქვენი მეგობრები ოცდებიან თქვენივე ტემპერამენტით. თქვენი ცხოვრებისეული კრედოა: „იცხოვრე სრულფასოვნად!“.

7. ბოსი

თქვენ ლიდერი ხართ. გაქვთ იმის უნარი, რომ ყველაფერი თქვენივე კონტროლის ქვეშ იყოს. ადამიანები ხშირად რჩევით მოგმართავენ ხოლმე. ისინი თქვენ გენდობიან. სამსახურში ხშირად გაქებენ ლიდერული უნარების გამო. ურთიერთობებში კი გიჭირთ ადამიანის მოძებნა, რომელიც აბსოლუტურად დაგაკმაყოფილებთ. მაგრამ თუ ასეთს შეხვდით, დამიჯერეთ, ეს მოცდად ღირდა.

8. საიმედო

ადამიანებს თქვენ უყვარხართ. თქვენ სხვების წარმატება გიხარიათ. უსმენთ ხალხს, რომლებიც პრობლემებით მოგმართავთ. ყოველთვის შეგიძლიათ მიიღოთ ცხოვრება ისეთი, როგორიც რეალურად არის.

9. მაგარი

არ გჩვევიათ ყველაფრის გულთან მიტანა. ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი ცდილობთ არ დაკარგოთ საკუთარ თავში რწმენა და სიმშვიდე. ყოველი დღე თქვენთვის დღესასწაულია. როცა თქვენს მეგობრებს დროის კარგად გატარება სურთ, ყოველთვის თქვენ მოგმართავენ.

10. მიზანდასახული

თქვენ ყოველთვის დაკავებული ხართ. არ გაქვთ იმათი დრო, ვინც ნეგატიურად აზროვნებს. ადამიანები თქვენი იხიბლებიან, რადგან ხართ მიზანდასახული. თქვენ ვერცერთი სიტუაცია ვერ დაგამარცხებთ. წარმატება გარანტირებული გაქვთ.