მანჩესტერ „სიტიმ“ ახალგაზრდა გერმანელი ვარსკვლავი გაიფორმა


მანჩესტერ „სიტიმ“ „შალკეს“ ახალგაზრდა გერმანელი ვარსკვლავი – ლერო სანე გაიფორმა და ფეხბურთელთან 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ინგლისურ გრანდს 20 წლის ფლანგელის ყიდვა 37 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაუჯდა. გავრცელებული ცნობების თანახმად, სხვადასხვა ბონების სახით თანხა შესაძლოა 42 მილიონ ფუნტ სტერლინგამდე გაიზარდოს.

„ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. ახლა შემიძლია მანჩესტერში დავმკვიდრდე და „სიტის“ შემადგენლობაში ვითამაშო. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ამ გუნდში გადავწყვიტე გადმოსვლა – პეპ გუარდიოლაა. მან დამარწმუნა, რომ „სიტიში“ უნდა გადმოვსულიყავი და პროგრესი გამეგრძელებინა“, – აღნიშნა ფეხბურთელმა.

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend