მან თმები “კოკა-კოლათი” დაისველა… ამბობენ, რომ სასმელი საოცარ შედეგებს იძლევა!..


578104b150b7271a12b2f3c2f08f92c4

მოგწონთ სტატია?
Send to a friend

„კოკა-კოლათი“ თავის „დაბანა“ ახალი ტენდენციაა, რომელიც ცნობილმა მოდელმა, სუკი უოთერჰაუსმა დაამკვიდრა. ამბობენ, რომ თუ ყველაფერს სწორად გააკეთებ, თმის ძირები უფრო ძლიერი იქნება.

„კოკა-კოლაა“ შეიცავს ფოსფორის მჟავას. ამიტომ, როდესაც მას თმაზე ისხამთ, კანი იკუმშება, შედეგად – თმა უფრო გლუვი და ბრწყინვალე ხდება, ტალღოვანი თმა კი უფრო მეტად დახვეული ხდება. სასმელი თმას არ ახვევს, თუ სტრუქტურა ამისკენ მიდრეკილი არაა. იმასაც ამბობენ, რომ სითხე კარგად მოქმედებს თხელ თმაზეც.

პოტენციური დაზიანებისა და არასასიამოვნო წებოვნების გამო, რომელსაც სითხეში არსებული შაქარი იწვევს, ამ მეთოდის ყოველდღიურად გამოყენება არ შეიძლება და არც მაშინ, თუ მტვრევადი თმა გაქვთ. სანამ ამ გზას მიმართავდეთ, კარგად დაფიქრდით!

გოგონა, ვიდეოში, იყენებს ორ ბოთლ „კოკა-კოლასა“ და თასს, ისხამს მას თავზე და აკვირდება შედეგს. მოკლე თმისთვის ერთი ბოთლი საკმარისია, ხოლო გრძელ თმას ორი ბოთლი დასჭირდება.

ჩამობანის შემდეგ, გოგონას თმა უფრო ტალღოვანია, ვიდრე ჩვეულებრივ. ის ამბობს, რომ ახლა, მისი თმა აბსოლუტურად სხვანაირად გამოიყურება. თმის მთლიანად გაშრობის შემდეგ, გოგონა კმაყოფილია.

loading...