მან ქსოვილზე დაკრულ საღეჭ რეზინს ლაქი დაასხა. უმარტივესი გზა მის მოსაშორებლად


thumb (1)

თუ საღეჭი რეზინი თმაზე მიგეკროთ

თმას მცენარეული ზეთი წაუსვით და ნელ-ნელა ჩამოვარცხნეთ. ასეთ დროს სპირტის გამოყენებაც შეიძლება, რადგან ის შლის საღეჭ რეზინს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ თმას ძალიან აშრობს.

კიდევ ერთი ხერხი არის გაყინვა. დაადეთ საღეჭ რეზინს ყინული, ის გაიყინება და ამის შემდეგ სავარცხელით ადვილად მოიშორებთ.



თუ საღეჭი რეზინი ტანსაცმელს დაეკრო

დაასხით ლაქი, ეს რეზინს გაახმობს და ქსოვილის ადვილად მოშორდება.

მეორე ხერხი ასეთია: ქსოვილი ჩადეთ ცხელ წყალში და რეზინის მოშორება დანის ან ჯაგრისის დახმარებით სცადეთ.

ძმარი საღეჭი რეზინის წინააღმდეგ

გააცხელეთ ძმარი, ჩადეთ მასში კბილის ჯაგრისი და შემდეგ ძმრიანი ჯაგრისით ქსოვილიდან საღეჭი რეზინის მოშორება დაიწყეთ. ეს ძალიან სწრაფად და რამდენჯერმე უნდა გააკეთოთ, სანამ ძმარი ცხელია.

საღეჭი რეზინის მოშორება უთოთი

ქსოვილი საუთოო მაგიდაზე ისე დადეთ, რომ საღეჭი რეზინი მუყაოს და ქსოვილს შორის აღმოჩნდეს. უთო საშუალო ტემპერატურაზე გააცხელეთ და ქსოვილს იმ ადგილას გაუსვით, სადაც საღეჭი რეზინია დაკრული. ამ დროს ის მუყაოს მიეკრობა.

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend