მან მოძღვარს სთხოვა, ჩანგლით ხელში დაემარხათ. მიზეზი გულისამაჩუყებელია, იმედით აგავსებთ


1

ოპტიმიზმი და იმედი ადამიანის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ამ სევდიანმა ისტორიამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.


ქალს, რომელიც სასიკვდილოდ იყო დაავადებული, სამი თვის სიცოცხლეღა ჰქონდა დარჩენილი. ის თავის მოძღვარს შეხვდა და ბიბლიასთან ერთად დაკრძალვა სთხოვა.
სასულიერო პირი წასვლას აპირებდა, თუმცა ქალს რაღაც მნიშვნელოვანი გაახსენდა: მას უნდოდა, სასახლეში წოლისას, მარჯვენა ხელში ჩანგალი სჭეროდა.


პასტორი დაიბნა და მაშინ მომაკვდავმა აუხსნა: „ მთელი ცხოვრების განმავლობაში, სადილობისას, მთავარი კერძის შემდეგ, ვიღაც ყოველთვის მოდიოდა და მოჰქონდა ჩანგალი. ეს მომენტი ყველაზე მეტად მიყვარდა, რადგან ვიცოდი, რომ უფრო გემრიელი საკვები უნდა მოეტანათ… როგორიცაა ხავერდოვანი შოკოლადი ან ვაშლის ნამცხვარი.“
ადამიანებმა მინდა, კუბოში დამინახონ, ჩანგლით ხელში და როდესაც ეს გაუკვირდებათ, მსურს, რომ თქვენ უთხრათ: „შეინახეთ ჩანგალი, რაღაც უკეთესი მოდის…“

მოძღვარს თვალები ცრემლებით ავსებოდა…

დაკრძალვაზე, ადამიანები მართლაც კითხულობდნენ, რატომ ეჭირა ქალს ხელში ჩანგალი…და ყოველ ასეთ შეკითხვაზე, მოძღვარს ეღიმებოდა… პროცესიის ბოლოს, მან ხალხს განუმარტა, თუ რისი სიმბოლო იყო ჩანგალი: ქალის აზრით, ის განასახიერებდა სამოთხეს და იმ ჰარმონიას, რომელიც გარდაცვალების შემდეგ ისადგურებს. და განაცხადა, რომ სულ იმ სიტყვებზე ფიქრობდა, რაც სიკვდილის წინ, მისმა სულიერმა შვილმა უთხრა…

ალბათ, ის ადამიანებიც, ვინც დაკრძალვას დაესწრნენ, ვერ დაივიწყებდნენ ამ ისტორიას…

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend