მან ინა ლიმონის წვენს შეურიე, მიღებული ნარევი კი ხელზე დაიტანა! შედეგი საოცარია…


მეჰენდი – ხელების ლამაზად მოხატვა არის, რომელიც ინდური ხელოვნების ნაწილია.
არ გსურთ თქვენ თვითონაც სცადოთ მსგავსი რამ?

უძველეს ეგვიპტეში ადამიანები ინის ფესვებით იღებავდნენ ტანს. დღესდღეობით კი ინდოეთში მეჰენდი ქორწილის აუცილებელი ატრიბუტია. მის თითოეულ ელემენტს გარკვეული მნიშვნელობა აქვს და უკავშირდება სილამაზეს, ჯანმრთელობას, სულიერებას, კეთილდღეობას და ა.შ

ინით სხეული 4 სტილით შეგიძლიათ მოიხატოთ: არაბული – ყვავილოვანი მოტივები, მაროკული – გეომეტრიული ფიგურები ყვავილოვანი ხაზებით გამდიდრებული, ინდური – ორნამენტები მრავალი წერტილითა და ხაზებით, აზიური – ახლოაღმოსავლური და ინდურის ნაზავი.

მეჰენდის შესასრულებლად სპეციალური ინა გჭირდებათ. ის ტუჩსაცხივით რბილია, უბრალოდ მისი წასმა თმაზეც შეიძლება. ინტერნეტში მეჰენდის მოსახატად სპეციალური ინები იყიდება.

ასევე ინის მომზადება თქვენ თვითონაც შეგიძლიათ.

უბრალოდ 100 მლ ჩაის (მოდუღებული უნდა იყოს) დაუმატეთ ლიმონის წვენის ნახევარი. მიღებულ ნარევს დაამატეთ 1 ს/კ შაქარი და ინას ფხვნილი. 15-20 წუთი დადგით.

სურათის გადატანის შემდეგ ხელები საპნით ნაზად დაიბანეთ და გადაისვით ზეითუნის ან ქოქოსის ზეთი. ამგვარად ფერი უფრო მეტად ნათელი იქნება.

ნატურალური ინით მომზადებული პასტა გაშრება 30-60 წუთში. ხელების საპნით დაბანა მხოლოდ 6-8 საათის შემდეგ შეიძლება.

ითვლება, რომ ყველაზე ღია ნახატები ხელის გულებზე გამოდის. ყოველდღე ქოქოსის ზეთი შეიზილეთ ხოლმე.

ასევე დაგაინტერესებთ: ისეირნე დღეში ოცი წუთი და შვიდი წლით დიდხანს იცოცხლებ! შეაჩერე დაბერების პროცესი!