ნაგვის პარკი ამოძრავდა და უცნაური ხმა გაისმა… ადამიანის სისასტიკეს საზღვარი არ აქვს!


dz

ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობარია, თუმცა, ეს ხშირად გვავიწყდება და ცხოველებს უმოწყალოდ ვექცევით. საბედნიეროდ, არსებობენ კეთილი ადამიანები, რომლებიც ოთხფეხა მეგობრებს არ ივიწყებენ.

ორი იტალიელი ქალბატონი მდინარის სანაპიროზე სეირნობდა. მათ შენიშნეს სანაგვე პარკი, საიდანაც უცნაური ხმა ისმოდა. ქუჩაში დაგდებულ პარკში მეგობრებმა ძაღლი აღმოაჩინეს. ძაღლს ძალადობის კვალი ემჩნეოდა და ფეხები მავთულით ჰქონდა შეკრული. ამასთან, ძაღლი მატლებითა და ტკიპებით იყო დაფარული.

მეგობრები ცხოველთა დაცვის ორგანიზაციას დაუკავშირდნენ. ვეტერინარის შეფასებით, ძაღლის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო და მისი გადარჩენის შანსი თითქმის ნულს უტოლდებოდა.

ვეტერინარი ფიქრობდა, რომ ოთხფეხა ვერსადროს გაივლიდა, რადგან ძაღლს უკანა თათებზე მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა.

თუმცა, მოხდა სასწაული! ძაღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის მოსიყვარულე ოჯახმა შეიფარა.

ასევე დაგაინტერესებთ: ამ კაცმა კედლის მტვრევა დაიწყო, შიგნიდან შველას ითხოვდნენ, მალე თვალები გამოჩნდა…

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend