მან ძველი აბაზანა იპოვა და გადაჭრა, შედეგად კი აი ეს მიიღო-ორიგინალური იდეაა!


თუ ძველი აბაზანის ახლით შეცვლას აპირებთ, ან უკვე გაქვთ სათავსოში ადრე გადაგდებული აბაზანა, მაშინ ეს ორიგინალური იდეა გამოგადგებათ! გთავაზობთ უმშვენიერესი სავარძლის დამზადების მეთოდს, გაეცანით ინფორმაციას და სცადეთ თქვენც!

როგორ უნდა გააკეთოთ აბაზანისგან სავარძელი

1. აიღეთ ძველი თუჯის აბაზანა


2. მოხსენით ძველი ფეხები და გაასუფთავეთ ზედაპირულად

3. წინასწარ გახაზეთ სწორი ხაზი სიმეტრიულად, კარგად შეამოწმეთ პროპორციები და გადაჭერით ხელსაწყოს დახმარებით.

4. შემდეგ დაგჭირდებათ კიდვე ერთი ხელსაწყო, რომლის საშუალებითაც კიდეებს გახდით მომრგვალებულს და მოაშორებთ ბასრ ფორმებს.

5. ზუმფარის ქაღალდის (შკურკის) დახმარებით გაათანაბრეთ ზედაპირი.

6. შეღებეთ სასურველ ფერზე

7. უმჯობესია ფეხები შეღებოთ განსხვავებული ფერით

8. დაამზადეთ სავარძელზე დასადები მატრასი და პროცესისც დასრულებულია!





ასევე დაგაინტერესებთ: აი, რატომ არ უნდა გადაყაროთ ნაყინის ჯოხები, შექმენით ულამაზესი ნივთები საკუთარი ხელით!