მან ბეკონი თეთრ პურში გაახვია და ამ მიქსტურაში დაასველა.გემრიელი საუზმე რამდენიმე წუთში


1

ამ გემრიელი კერძის საუზმეზე მომზადებას მარტივად შეძლებთ.

ინგრედიენტები:

6 ნაჭერი სენდვიჩის ახალი პური

6 ნაჭერი კანგაცლილი ბეკონი

1 ს/კ კარაქი

1 დიდი კვერცხის

2 ს/კ საშუალოდ ცხიმიანი რძე

მწიკვი მარილი

ყველი ან „ნუტელა“ (დამატებით)

მომზადების წესი:

დაჭერით პური

პურის თითოეული ნაჭერი გააბრტყელეთ

ბეკონი მაღალ ცეცხლზე შეწვით, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ, რომ არ დაგეწვათ. ცხიმი შეინახეთ, მოგვიანებით დაგჭირდებათ

თითო ნაჭერი ბეკონი თითო ნაჭერ პურში გაახვიეთ

ჯამში მოათავსეთ კვერცხი, რძე და მარილი. შემდეგ, ბეკონიანი პური დაასველეთ კვერცხში

დარჩენილ ცხიმში შეწვით პური და ბეკონი 3-4 წუთის განმავლობაში

დამატებით, სუფრასთან შეგიძლიათ, მიიტანოთ ყველთან, ნუტელასთან ან სიროფთან ერთად. შეგიძლიათ, ზემოდან შაქრის პუდრი ან დარიჩინი მოაფრქვიოთ

გემრიელად მიირთვით 🙂

ასევე დაგაინტერესებთ: ბეკონისა და ყველის უგემრიელესი შებრაწული ხვეულა! ამის მომზადება ძალიან მარტივია!

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend