მაკიაჟის კეთებისას დაშვებული შეცდომები. ის, რაც ყველა ქალს აბერებს


post62

არასწორად გაკეთებულმა მაკიაჟმა შესაძლოა იმაზე ასაკოვანი გამოგაჩინოთ ვიდრე ხართ, ამიტომ გირჩევთ ეს შეცდომები არ დაუშვათ:

ტუში ქვედა წამწამებზე

ასე წასმული ტუში თვალის ქვემოთ არსებულ არსებულ ნაოჭებს უფრო მეტად გამოკვეთს. ამიტომ გირჩევთ მხოლოდ ზედა წამწამზე წაისვათ.

მუქი პომადა

რაც უფრო მუქია პომადა მით უფრო პატარა ჩანს ტუჩები. ამიტომ თუ ისედაც არ გაქვთ დიდი ზომის ტუჩები ნუ წაისვამთ მუქ ფერს.

ტონალური კრემი დიდი რაოდენობით

გირჩევთ ტონალური კრემის თხელი ფენა წაისვათ. რადგან დიდი რაოდენობით ტონალური კრემი სახის ნაკვეთს ისე გამოკვეთს, რომ უფრო ასაკოვანი გამოჩნდებით.

ძალიან ღია ფერის ტონალური კრემი

ასეთი ტონალური კრემი ნამდვილად არ გაგაახალგაზრდავებთ, რადგან ის გამოკვეთს ყელა ნაოჭს. ამიტომ ტონალურის ფერი დაკვირებით უნდა შეარჩიოთ და თქვენი კანიც ფერისგან საგრძნობლად განსხვავებული არ უნდა იყოს.

შავი ფანქარი ქვედა ქუთუთოზე

წაისვით მხოლოდ ზედა ქუთუთოზე, ასე ბევრად ლამაზი გამოვა და თვალის ფორმა უკეთ გამოჩნდება.

ფერუმარილის სქელი ფენა

ფერუმარილი სახის ნაკლოვანებებს კარგად ფარავს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ცოტა გისვიათ, თუ ბევრს წაისვამთ თვითონ ფერუმარილი გახდება პრობლემა. სპეციალისტები 40 წელს გადაცილებულ ქალებს ურჩევენ ფერუმარილი რაც შეიძლება ნაკლებად წაისვან.

ტუჩსაცხი ტუჩების კუთხეებში

თუ თხელი ტუჩები გაქვთ ტუჩსაცხს ნუ წაისვამთ ტუჩების კუთხეებში, ასე საბოლოოდ ცუდი ფორმის ტუჩებს მიიღებთ და წასმული ულამაზოდ გამოჩნდება.

ასევე დაგაინტერესებთ: ის “ბარბებს” მაკიაჟს აშორებს და მათ გარეგნობას ბუნებრივ ელფერს ანიჭებს. ძალიან კარგია

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend