მაკიაჟის კეთებისას, ამ შეცდომებს ყველა ქალბატონი უშვებს – რჩევები მათ გამოსასწორებლად


00


1. არ შეამოწმოთ ტონალური კრემის ფერი ლოყაზე წასმით

სახის კანის, რადგანაც მას მზე ხშირად ხვდება, სხეულთან შედარებით, იგივე ფერის არაა. ამიტომ, ტონალური კრემის ფერის შემოწმება, ლოყაზე წასმით, საუკეთესო იდეაა არა.

ასე მოქცევის ნაცვლად, კისერზე წაისვით ტონალური კრემის სამი ფერი, გაინაწილეთ კანზე და რომელიც კანის ფერს შეერევა, სწორედ ის აირჩიეთ.

2. ტონალური კრემის წასმამდე არ წაისვათ კორექტორი.

პირიქით, ტონალური კრემი კორექტორის წასმამდე წაისვით. ამგვარად, ნაკლები რაოდენობის კორექტორის გამოყენება მოგიწევთ.

3. ტონალური კრემი ზედა მიმართულებით არ წაისვათ.

ამგვარად, სახეზე არსებული ღინღლები უფრო შესამჩნევი გახდება.

ამის მაგივრად, ტონალურ კრემიანი ფუნჯი, დროდადრო, ნაზად მიიდეთ სახეზე.

4. მუწუკებისა და თვალების ქვეშ ჩაშავებული უპეების დასაფარად ერთი და იგივე კორექტორი არ გამოიყენოთ.

კორექტორი, ჩაშავებული უპეებისთვის, შესაძლოა, თქვენი კანის ფერზე უფრო ღია იყოს, ამიტომ ის მუწუკებს კი არ დაფარავს, უფრო გამოკვეთს.

ამის მაგივრად, თქვენი კანისფერი კორექტორი გამოიყენეთ.

5. მუწუკების დასაფარად მხოლოდ კორექტორი არ კმარა.

ჯერ წაისვით ტონალური კრემი, შემდეგ, კორექტორი და, ბოლოს, პუდრი.

6. კორექტორი, თვალების ქვეშ, მთვარისებური ფორმით არ წაისვათ.

ამის მაგივრად, მას სამკუთხედის ფორმა მიეცით, რათა თვალების ქვეშ სახის მთლიანი ტერიტორია უფრო ნათელი გამოჩნდეს.

7. მხოლოდ იმიტომ, რომ ცხიმიანი კანი გაქვთ, არ შეწყვიტოთ დამატენიანებელის გამოყენება.

ასე თქვენი კანი გამოშრება და უფრო ცხიმიანი გახდება.

დამატენიანებელის წასმამდე, წაისვით ვაშლის ძმრისა და წყლის ნარევი, ან მწვანე ჩაის ნადუღი.

8. თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, დამატენიანებელი კრემი მთელ სახეზე არ წაისვათ.

ამის ნაცვლად, გამოიყენეთ შუბლის ქვედა ნაწილიდან ნიკაპის ჩათვლით, დამატენიანებელი გელი, ხოლო დანარჩენ ადგილებში – დამატენიანებელი კრემი.

9. ცხიმიან კანთან „საბრძოლველად“, არ გამოიყენოთ დაფხვნილი პუდრი.

ზედმეტი დოზით წასმულმა პუდრმა შესაძლოა, თქვენი მაკიაჟი ხელოვნური გახადოს.

ამის ნაცვლად, მაკიაჟის წასმამდე ან წასმის შემდეგ, წაისვით ბრონზეს ეფექტის საწინააღმდეგო კრემი.

10. აუცილებლად შეიმშრალეთ სახეზე ზედმეტი ცხიმი.

სახეზე არსებულმა ზედმეტმა ცხიმმა შესაძლოა, იდეალური ფოტო გააფუჭოს, ამიტომ, ტუალეტის ქაღალდით, შეიმშრალეთ ზედმეტი ცხიმი.

11. თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, ბრონზეს ეფექტის მქონე პროდუქცია არ გამოიყენოთ.

იგივე ეფექტის მისაღებად, სცადეთ მშრალი პროდუქცია, მაგალითად, თქვენს კანზე ერთი ტონით ღია ფერის კორექტორი.

12. პუდრი მთლიან სახეზე არ წაისვათ.

ამის ნაცვლად, ის შუბლის, ღაწვებისა და ქვედა ყბის ტერიტორიაზე წაისვით.

13. ფუნჯები ყოველ კვირას გარეცხეთ.

ფუნჯები იკრავენ მიკრობებსა და ბაქტერიებს.

სახის გამწმენდი სითხე წაუსვით ფუნჯს და შემდეგ გარეცხეთ.

14. წარბებზე წარბის პუდრი ან ლაინერი ერთი და იმავე რაოდენობით არ წაისვათ.

ფოკუსირება მოახდინეთ წარბების თაღების გამოკვეთაზე, ბოლოებში გააფერმკრთალეთ და დაივარცხნეთ. დავარცხნის შემდეგ, წარბები უფრო ბუნებრივად გამოიყურება.

15. წამწამების გასამუქებელი საშუალება ასე არ ამოძრავოთ.

ამგვარად, ტუბში ჰაერი შედის, რაც ზრდის ბაქტერიების გაჩენის რისკს.

ამის ნაცვლად, ზედმეტი ნივთიერების მოსაშორებლად, ფუნჯი გაუსვით ტუბის ერთ მხარეს.

16. ლაინერის წასმისას, ქუთუთო არ ამოძრავოთ.

ეს თვალის გარშემო არსებული კანის ელასტიურობას ხელს შეუშლის.

ამის ნაცვლად, წაისვით ლაინერი და მაკიაჟის მოსაშორებელ სითხეში დასველებული ბამბით ლაინერის ზედმეტი ნაწილები მოიშორეთ.

17. შავი ლაინერი მთლიან თვალზე არ წაისვათ.

ეს თქვენს თვალებს უფრო პატარას გამოაჩენს, ვიდრე ისინი რეალურად არის.

ამის მაგივრად, შავი ლაინერი თვალის ზედა ნაწილზე წაისვით, ქვედა ნაწილზე – ყავისფერი ლაინერი, ხოლო ქვედა შიდა ქუთუთოზე – ხორცისფერი ლაინერი.

18. კუთხეების გამოყოფის გარეშე, ტუჩსაცხი არ წაისვათ.

კორექტორით გამოყავით ტუჩის გარშემო არსებული კუთხეები და ტუჩსაცხი ისე წაისვით.

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend