ლამაზი, მიმზიდველი, სექსუალური და მისტიკური ზოდიაქოს ნიშნები


ho

ყველაზე ლამაზი ადამიანები ლომის ნიშნის ქვეშ იბადებიან. ყველაზე მიმზიდველი ქალები მერწყულისა და სასწორის ნიშნით არიან დაბადებულები. რაც შეეხება ყველაზე სექსუალურ ნიშანს, მორიელი ამ პოზიციას არ თმობს. ყველაზე მისტიკური და ამოუცნობი ქალბატონები კი თევზებისა და ტყუპების ნიშნით იბადებიან.

ტყუპები
ტყუპების ნიშნით დაბადებული ადამიანები ამოუცნობთა კატეგორიაში ირიცხებიან. ეს ნიშანი ყველაზე ცვალებადი და მოუხელთებელია. მათ სახეზე ერთდროულად იკითხება აღტაცებაც და სევდაც, სიხარულიც და მწუხარებაც. ხშირად ტყუპები ტანადები, საშუალოზე მაღლები და არაჩვეულებრივად მოძრავნი არიან. სახის პატარა ნაკვთები ქვისგნა გამოკვეთილი გეგონებათ. ხანდახან მათში ჭროღათვალებაც გამოერევა, მაგრამ მერკურის მფარველობაში მყოფთა უმრავლესობას ძალიან ლამაზი გამჭირვალე ლურჯი, მწვანე ან ნაცრისფერი თვალები აქვთ. ამ ადამიანებს ხალხში იოლად ამოიცნობთ. მერლინ მონრო ტყუპების ერთ-ერთი სამააყო წარმომადგენელია.

სასწორი
სასწორი ქალები თითქმის უკლებლივ მიმზიდველნი არიან, მამაკაცები კი ლამაზები. ამასთან, მათ ქალურ სილამაზეში არის რაღაც მამაკაცური, ხოლო მამაკაცურში – ქალური. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სასწორი-ქალი მოჭიდავეს ჰგავს, მამაკაცი კი ლამაზმანს. მაგრამ, გარეგნულად ერთსაც და მეორესაც მოპირდაპირე სქესის რაღაც ელფერი ნამდვილად გადაჰკრავს. სასწორებისთვის დამახასიათებელია ნაზი ღიმილი. აგებულებით სასწორი სქელი უფროა, ვიდრე გამხდარი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მსუქანია. სასწორი ერთ-ერთი ლამაზი ასტროლოგიური ნიშანია. სილამაზით განთქმული მსახიობი მონიკა ბელუჩი სასწორის ნიშნის წარმომადგენლია.

ლომი
ლომის თანავარსკვლავედში დაბადებულ ადამიანებს შორის უმეტესობა ცისფერთვალებაა. ლომ ქალებს ხშირად კატისებული მოყვანილობის თვალები აქვთ, რაც მათ კიდევ უფრო გამორჩულსა და მიმიზიდველს ხდის. ამ ნიშნის წარმომადგენლებს თმა უმეტესწილად მუქი და ტალღოვანი აქვთ, თუმცა ჟღალთმიანებიც გვხვდებიან. ლომების სიარულის მანერაშიც კატისებური სიმსუბუქე და სიამაყე გამოსჭვივის. მაცდური, მოზარმაცო მზერა ქალებში კარგად ერწყმის ფარულ სინაზეს. თუ ამ ნიშანს კარგად გაიცნობთ, მთელი ცხოვრება გემახსოვრებათ. მათ გარეგნობაში მეფური სულისკვეთება იგრძნობა. ამ ნიშნის ერთ-ერთი ლამაზი წარმომადგენელი მომღერალი ჯენიფერ ლოპესია.

მორიელი
მორიელს, რომელიც ყველაზე სექსუალურ ნიშნად არის აღიარებული, ერთი თავისებურება აქვს, რომლის წყალობით არავისში არ შეგეშლებათ – ეს მათი თვალებია. მიუხედავად ფერისა, მორიელის თვალებს ჰიპნოზირების უნარი აქვთ. მათი მზერა სულის სიღრმეში აღწევს. მორიელს სახის ნაკვთები გამოკვეთილი აქვს. ამ ნიშნის წარმომადგენლები უმეტესწილად მუქთმიანები არიან. მიუხედავად ხმის ტემბრისა და სიძლიერისა, მორიელის ლაპარაკში კიდევ ერთ დამახასიათებელ თავისებურებას აღმოაჩეთ – უჩვეულო თავდაჯერებულობას. ეს თავდაჯერებულობა მათ მიმზიდველობას აორმაგებს.
მორიელის ნიშნის ცნობილი წარმომადგენელი მსახიობი სკარლეტ იოჰანსონია.

მერწყული
მიმზიდველ ნიშნებს შორის მერწყული ერთ-ერთია. მათ დაბნეულ მზერაში მიუწვდომელი და მისტიკური ცოდნა იმალება. თვალები უმეტესწილად, ცისფერი, მწვანე ან ნაცრისფერი აქვთ. თმა სწორი და აბრეშუმივით რბილი, წაბლისფერი. ფერმკრთალებს და საშუალოზე მაღლებს სახის თხელი კეთილშობილი ნაკვთები რომის იმპერიის დროინდელ მონეტებზე გამოსახულ პროფილებს მიუგავთ. მერწყულ მამაკაცებს ხშირად ქალური ნაკვთები აქვთ, ხოლო ქალებს – მამაკაცის. თავისუფლებისმოყვარე მერწყულები უჩვეულოდ ცოცხალი, საინტერესო, თავნება და ორიგინალური ხალხია. ამ ნიშნის ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენელია მომღერალი შაკირა.

თევზები
ამოუცნობი და მისტიკური თევზები ხშირად მაცდური და მოუხელთებელია. როცა ამ ნიშნის წარმომადგენლით იხიბლებით, უმეტესწილად მოტყუებული დარჩებით. განწყობილება მარტის ამინდივით ცვალებადი აქვს. იდუმალებით მოცულს, ვერ გაუგია, რა სურს ცხოვრებაში. ორივე სქესის წარმომადგენლისთვის დამახასიათებელია თხელი, სათუთი და ძალიან ლამაზი ხელის მტევნები. კანი ნაზი, ხოლო თმა თხელი, ხშირად ხვეული და ღია ფერის აქვთ. შავგრემანი თევზები იშვიათობას წარმოადგენენ. თევზის ნიშნით დაბადებული ადამიანები ყოველთვის უჩვეულოდ გრაციოზულები არიან. ევა მენდესი თევზების ნიშნით დაბადებული ერთ-ერთი ცნობილი მსახიობია.

Lady.mcvane.ge

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend