შოკოლადის ორცხობილები განსაკუთრებული ინგრედიენტით! გემრიელი და მარტივია…


feature

შოკოლადის ორცხობილების მომზადება ყველამ ვიცით, თუმცა ის ინგრედიენტი რაც მათ განსაკუთრებულ სიფაფუკეს ანიჭებს და მოცულობაში ზრდის, ნაღების ყველია…

დაგჭირდებათ:

• 1/2 ჭიქა კარაქი
• 1/4 ჭიქა ნაღების ყველი
• 3/4 ჭიქა ყავისფერი შაქარი
• 1/4 შაქარი
• 1 ც. კვერცხი
• 2 ს. კ ვანილის ექსტრაქტი
• 2 1/4 ჭიქა ფქვილი
• 2 ჩ. კ სიმინდის სახამებელი
• 1/4 ჩ. კ მარილი
• 2 1/4 ჭიქა შოკოლადის წვეთები

ერთ ჯამში გათქვიფეთ კარაქი, ნაღების ყველი, ორივენაირი შაქარი, ვანილის ექსტრაქტი და კვერცხი. შემდეგ ამ კარგად, მიქსერით გათქვეფილ მასას დაუმატეთ ფქვილი, სიმინდის სახამებელი, სოდა და მარილი. iსევ ათქვიფეთ მიქსერიT და როცა ერთგვაროვან მასას მიიღებთ, გადაურიეთ ცომს შოკოლადის წვეთები. მიეცით ნამცხვარს უბრალო ფორმები და მოათავსეთ მაცივარში. როცა გინდათ მაშინ გამოაცხვეთ ღუმელში.

ასევე დაგაინტერესებთ: გაიგეთ როგორ უნდა მოამზადოთ ნაყინის სენდვიჩები! უგემრიელესი და მარტივი დესერტი…