როგორ შევინახოთ კამა ისე, რომ მან სასარგებლო თვისებები არ დაკარგოს?! ეს უნდა იცოდეთ…


კამა ძალიან საჭირო და სასარგებლო ინგრედიენტია: მისი მიღება ამცირებს ინსომნიის, ჰიპერტენზიის, გასტრიტის განვითარების შანსს. კამა შაკიკის მკურნალობის დროსაც გამოიყენება, ის ასევე აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და შესაბამისად გვეხმარება წონის დაკლებაში.
თუმცა, კამას არა მხოლოდ სასარგებლო, გემოვნური თვისებებიც შეუცვლელი აქვს, ამიტომაც კამის შენახვა აუცილებელია!

როგორ შევინახოთ კამა ისე, რომ თვისებები შეინარჩუნოს

1. კარგად გარეცხეთ კამა და გააშრეთ. (ის სველი არ უნდა იყოს)

2. გარეცხეთ ქილები, რომელშიც კამის შენახვას აპირებთ და კარგად გააშრეთ.

3. სქელი ღეროები გააცალკევეთ ფოთლებისგან და ჩააწყვეთ ისინი ქილაში. ზემოდან მოათავსეთ კამის ფოთლები.

4. შედგით მაცივარში.

ასევე დაგაინტერესებთ: აი, როგორ უნდა გამოვიყენოთ ყინულის ფორმები, პრაქტიკული რჩევები…