ფუმფულა, უგემრიელესი, სახლში გამომცხვარი პური! ამის მომზადება მარტივია…


სადილზე ახლადგამომცხვარ პურს არაფერი შეედრება! თითქოს სურნელოვანი, თბილი პური ყველა კერძს განსაკუთრებულს ხდის. გამოაცხვეთ პურები ამ რეცეპტით და გაახარეთ ოჯახის წევრები!

დაგჭირდებათ:

• ½ ჭიქა ფქვილი
• 2 ჩ. კ საფუარი
• ½ ჭიქა ნელთბილი წყალი
• 2 კვერცხი
• ½ ჭიქა იოგურტი
• 2 ჩ კ. შაქარი
• 1 ჩ. კ მარილი
• ¼ ჭიქა წყალი
• 390 გრ. ფქვილი
• 4 ს.კ გამდნარი, გრილი კარაქი

მომზადება:

1. მიქსერში ათქვიფეთ ½ ჭიქა ფქვილი, ½ ჭიქა ნელ-თბილი წყალი და საფუარი. გარგად გამიქსეთ და მიღებული მასა დაასვენეთ ოთახის ტემპერატურაზე მანამ, სანამ ცომი არ მიიღებს ღრუბლის სტრუქტურას.

2. ცალკე ჯამში გათქვიფეთ კვერცხი, იოგურტი, მარილი, შაქარი და დარჩენილი, ¼ ჭიქა წყალი.

3. გაუკეთეთ მიქსერს სპეციალური, ცომის მოსაზელი თავი და ჩართეთ დაბალ სიჩქარეზე. ამ პროცესის პარალელურად, დაუმატეთ მას გათქვეფილი კვერცხის მასა. მიღებულ მიქსს დაუმატეთ ძალიან ნელი ტემპით ფქვილი, მიქსერის დაბალ სიჩქარეზე მუშაობის პარალელურად.

4. როცა ფქვილი კარგად შეერევა ცომს, ჩაუმატეთ მიქსერში გამდნარი კარაქი და მიქსერის სიჩქარე ნელ-ნელა გაზარდეთ. 2-3 წუთის შემდეგ კი გამორთეთ მიქსერი. ცომი უნდა იყოს წებოვანი, ამიტომ ხის კოვზით ჩაწმინდეთ კედლებზე დარჩენილი ცომი ჯამში და ისევ ჩართეთ მიქსერი ისევ 2-3 წუთით, საშუალო ან მაღალ სიჩქარეზე. ცომი წებოვანი უნდა იყოს, ამიტომ არ დაუმატოთ ფქვილი.

5. ხის კოვზის დახმარებით გადმოიტანეთ ცომი ჯამში, დაფარეთ პლასტიკური ქაღალდით და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე საათნახევრის განმავლობაში. იქამდე, სანამ მოცულობაში ცომი ორჯერ არ გაიზრდება.

6. დააწექით ცომს და ფქვილიანი ხელებით გადმოიტანეთ ფქვილიან ზედაპირზე. დაყავით ცომი 20 ნაწილად. დააწყვეთ საცხობ ქაღალდზე და დააფარეთ ჩაის ტილო ან ისევ პლასტიკური ქაღალდი. გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 40 წუთით.

7. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე და აცხვეთ ცომი 20 წუთის განმავლობაში.

8. ახლადგამომცხვარი პურები შეგიძლიათ კარაქით დაამუშავოთ! გემრიელად მიირთვით.

ასევე დაგაინტერესებთ: მოამზადეთ უგემრიელესი ფრანგული ტოსტები! გასაოცარია…

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend