ნახეთ, როგორ უნდა მოამზადოთ უგემრიელესი ცხელი შოკოლადი მარტივად!


მოგწონთ სტატია?
Send to a friend

დაგჭირდებათ:

• 340 გრ. შავი შოკოლადის ნატეხები
• 1 ჭიქა ნაღები
• 1/4 ჩ. კ მარილი
• 1 ჭიქა რძე

მომზადება:

ჯამში მოათავსეთ შოკოლადის ნატეხები, ნაღები და მარილი. შედგით მიკროტალღურ ღუმელში 2 წუთის განმავლობაში (პერიოდულად აურიეთ). ბოლოს უნდა მიიღოთ გლუვი, შოკოლადის მასა. დაფარეთ ის სამზარეულოს პლასტიკური ქაღალდით და მოათავსეთ მაცივარში 2 საათით ისე, რომ შოკოლადი გამაგრდეს. გამაგრებული შოკოლადისგან კი გააკეთეთ ბურთულები: თითოეული მათგანი გაახვიეთ პლასტიკურ ქაღალდში და მოათავსეთ პარკში.
როცა ცხელი შოკოლადი მოგინდებათ, ერთ ჭიქა რძეში მოათავსეთ ერთი შოკოლადის ბურთულა და შედგით მიკროტალღურ ღუმელში 1 წუთით. აურიეთ და სასმელიც მზადაა. შოკოლადის ბურთულების შენახვა მაცივარში 5 დღით შეიძლება, ხოლო საყინულეში 2 თვით.

ასევე დაგაინტერესებთ: მოამზადეთ საუზმედ გემრიელი “ფენქეიქები” განსხვავებულად! ძალიან მარტივია…