მოამზადეთ ვაშლის გემრიელი და ჰაეროვანი ღვეზელი მარტივად!


დაგჭირდებათ:

• 90 მლ. რძე
• 60 გრ. ფქვილი
• 100 გრ. შაქარი
• 3 ც. კვერცხი
• 1 ჩ. კ გამაფხვიერებელი
• 2 ს. კ ზეთი
• 2 ს. კ კარაქი
• 1 ს. კ კონიაკი
• 4 ც. ვაშლი
• 3 ს. კ ნიგოზი

მომზადება:

1. გათქვიფეთ 2ც. კვერცხი შაქართან ერთად ისე, რომ მიიღოთ ჰაეროვანი მასა. ჩაუმატეთ მას ფქვილი და 1 ჩ. კ გამაფხვიერებელი. ასევე დაუმატეთ ზეთი, რძე და კონიაკი.

2. დაჭერით ვაშლი თხელ ნაჭრებად და გადაურიეთ ცომს.

3. დაამუშავეთ საცხობი ფორმა კარაქით, მოათავსეთ მასში ცომი და აცხვეთ ნამცხვარი 30 წუთის განმავლობაში, 200 გრადუს ცელსიუსზე გახურებულ ღუმელში.

4. ათქვიფეთ 1 კვერცხი, 80 გრ. შაქარი და 2 ს. კ გამდნარი კარაქი. 30 წუთის შემდეგ გამოიღეთ ნამცხვარი ღუმელიდან და ცხელს მოასხით გათქვეფილი მასა. აცხვეთ კიდევ 15 წუთის განმავლობაში.

ასევე დაგაინტერესებთ: მოამზადეთ გრანოლას ჭიქები მარტივად! ორიგინალური დესერტის რეცეპტი…