მოამზადეთ უგემრიელესი კატლეტები სოკოსა და ყველის შიგთავსით! მარტივი და გემრიელია…


კატლეტი ყველასთვის საყვარელი, ტრადიციული სადილია. გთავაზობთ ღორის ხორცისგან მომზადებული, სოკოიანი კატლეტების უგემრიელეს რეცეპტს…

დაგჭირდებათ:

• 400-500 გრ. ღორის ხორცი
• 200-300 გრ. სოკო შამპინიონი
• 100-150 გრ. ყველი
• 1 ც. საშუალო ზომის ხახვი
• კამა გემოვნებით
• მარილი და პილპილი გემოვნებით

პანირებისთვის დაგჭირდებათ:

• 2-4 ც. კარტოფილი
• 1 ც. კვერცხი
• ფქვილი

მომზადება:

1. დაიწყეთ შიგთავსის მომზადებით: შეწვით სოკო და წვრილად დაჭერით. დაჭერით ხახვიც და მოთუშეთ. გახეხეთ ყველი და კამა წვრიალად დაჭერით. ინგრედიენტები ერთმანეთში აურიეთ და მოაყარეთ ცოტა მარილი.

2. დაკეპეთ ღორის ხორცი ისე, რომ ჰქონდეს საშუალო სისქე და მოათავსეთ მის გულში უკვე მომზადებული შიგთავსის 1 ს. კ. დაფარეთ შიგთავსი ხორცით და მიეცით მას ოვალური კატლეტის ფორმა.

3. გახეხეთ გათლილი კარტოფილი, კვერცხი გათქვიფეთ ჯამში და ფქვილი კარგად მოაპნიეთ სამუშაო ზედაპირზე. თითოეული კატლეტი “ამოავლეთ” ფქვილში, შემდეგ კვერცხში და შემდეგ გახეხილ კარტოფილში. შეწვით კატლეტი ზეთში, ორივე მხრიდან. მანამ, სანამ არ მიიღებს ოქროსფერ შეფერილობას.

4. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუს ცელსიუსზე და ამზადეთ მასში კატლეტები 15 წუთის განმავლობაში.

ასევე დაგაინტერესებთ: დაუმატეთ ეს ინგრედიენტი კარტოფილს და მოამზადეთ საოცარი კერძი-უგემრიელესია!