მოამზადეთ უგემრიელესი დესერტი ქოქოსითა და შოკოლადით! ძალიან მარტივია…


დაგჭირდებათ:

• 3 ც. კვერცხი
• 200 გრ. შაქარი
• 100 მლ. მარილიანი კარაქი
• 250 მლ. რძე
• 0,5 ჩ. კ გამაფხვიერებელი
• 1 ს. კ ვანილის შაქარი
• 250 გრ. ფქვილი
• 1 ს. კ კაკაოს ფხვნილი
• 50 გრ. შავი შოკოლადი
• ქოქოსის ფანტელი გემოვნებით

მომზადება:

1. ათქვიფეთ კვერცხი, 150 გრ. შაქარი და ვანილი მიქსერით. თქვიფეთ 3 წუთის განამვლობაში, შემდეგ დაუმატეთ რძე და გააგრძელეთ თქვეფა.

2. ჩაუმატეთ კარაქი, გამაფხვიერებელი და ფქვილი. ფრთხიად გადაურიეთ, ურიეთ მანამ, სანამ არ მიირებთ ერთგვაროვან მასას.

3. მოათავსეთ მიღებული ცომი საცხობ ჭურჭელში, რომელშიც ცხიმწასმული საცხობი ქაღალდია ჩაფენილი.

4. აცხვეთ 180 გრადუს ცელსიუსზე გახურებულ ღუმელში, ნახევარი საათის განმავლობაში. გამოიღეთ ბისკვიტი ღუმელიდან და კარგად გააგრილეთ, მხოლოდ ამის შემდეგ ფრთხილად მოაშორეთ ქაღალდი.

5. დარჩენილი შაქარი და რძე მოათავსეთ ღრმა, ცეცხლგამძლე ჭურჭელში და დაუმატეთ კაკაო და შოკოლადი. მიიყვანეთ მასა დუღილამდე, პერიოდულად მოურიეთ. გააგრილეთ მიღებული სოუსი ოთახის ტემპერატურამდე.

6. დაჭერით ბისკვიტი 16 კუბის ფორმის ნაჭრად. კარგად ამოავლეთ ნაჭრები შოკოლადის სოუსში და ქოქოსის ფანტელში.

ასევე დაგაინტერესებთ: ძალიან მარტივი და განსაკუთრებულად გემრიელი ფრანგული სალათი!