მოამზადეთ წითელი ბულგარული წიწაკის მარინადი მარტივად!


დაგჭირდებათ:

• 3 კგ. ბულგარული წიწაკა
• მწვანილი
• 10 კბილი ნიორი
• 1 ჭიქა შაქარი
• 250 მლ. ზეთი
• 500 მლ. ძმარი
• 1 ც. დაფნის ფოთოლი
• 5 ც. შავი პილპილის კაკალი

მომზადება:

1. გაწმინდეთ ბულგარული წიწაკა ჩვეულებისამებრ. დაჭერით მსხვილ ნაჭრებად

2. დანით, წვრილად დაჭერით ნიორი. დაჭერით ცოცხალი კამა ან ოხრახუშიც.

3. გაუკეთეთ სტერილიზაცია ქილებსა და მათ თავსახურებს.

4. მომამზადეთ მარინადი. ქვაბში შეურიეთ 9%-იანი ვაშლის ძმარი, ზეთი. დაუამტეთ შაქარი, მარილი და დაფნის ფოთოლი. შემოდგით ქვაბი ცეცხლზე და მიიყვანეთ მარინადი დუღილამდე.

5. მოათავსეთ წიწაკა მარინადში თანდათანობით და ხარშეთ 3-4 წუთის განმავლობაში. მოათავსეთ მიღებული მასა ქილებში, მოაყარეთ ნიორი და მწვანილი.

6. როცა წიწაკას ქილებში გადაანაწილებთ, მარინადი არ გადაასხათ. ამოიღეთ დაფნის ფოთოლი და გადაანაწილეთ სითხე ქილებში. მოაყარეთ შავი წიწაკის მარცვლებიც.

7. მოხუფეთ ქილები, გაახვიეთ პლედში და გარკვეული ხნის განმავლობაში ამგვარად შეინახეთ, რომ თანდათანობით გაგრილდეს.

ასევე დაგაინტერესებთ: მოამზადეთ ბანანის ჩიზქეიქი ამ მარტივი რეცეპტით და გააოცეთ სტუმრები…