მოამზადეთ სპაგეტისა და საქონლის ხორცის ბრაწულა! გემრიელი სადილი მთელი ოჯახისთვის…


დაგჭირდებათ:

• 450 გრ. სპაგეტი
• 600 გრ. საქონლის ფარში
• 1 ც. მწვანე ბულგარული წიწაკა
• 1 ც. ხახვი
• 1 ქილა კონსერვირებული პომიდორი (დაჭრილი)
• 1 ქილა ტომატის სოუსი
• 1 ს. კ ყავისფერი შაქარი
• 1 ჩ. კ მარილი
• 1 ჩ. კ ჩილის ფხვნილი
• 1/2 ჩ. კ დაფქული წიწაკა
• 1/4 ჩ. კ ნივრის ფხვნილი ან ნიორი
• 3/4 ჭ. გახეხილი ყველი

მომზადება:

1. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუს ცელსიუსზე. მოხარშეთ სპაგეტი ისე, როგორც შეფუთვაზეა მითითებული. ამასობაში, ღრმა ტაფაში ან ქვაბში მოთუშეთ ფარში. ბულარული წიწაკა და ხახვი საშუალო ცეცხლზე. თუშეთ მანამ, სანამ ხორცი ვარდისფერ ფერს დაკარგავს. შემდე შეურიეთ მომდევნო 7 ინგრედიენტი, გადაწურეთ სპაგეტი და დაუმატეთ ფარშის მიქსს. გადაურიეთ.

2. მოათავსეთ სპაგეტისა და ფარშის მიქსი ცხიმწასმულ საცხობ ჭურჭელზე, დააფარეთ თავზე და აცხვეთ 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ მოხსენით თავსაფარი ან ფოლგა, მოაყარეთ ყველი და აცხვეთ რამდენიმე წუთით. მანამ, სანამ ყველი არ გადნება.

ასევე დაგაინტერესებთ: კარტოფილი სოკოსთან და ნაღებთან ერთად-ეს უგემრიელესი კერძი აუცილებლად უნდა სცადოთ!