მოამზადეთ სეზამის მარცვლების ორცხობილა – გემრიელი და განსხვავებული დესერტი…


დაგჭირდებათ:

• 70 გრ. ხორბლის ფქვილი
• 60 გრ. კარაქი
• 120 გრ. შაქარი
• 1 ც. კვერცხი
• 1 ჩ. კ ლიმონის წვენი
• 160 გრ. სეზამის მარცვალი
• 0,5 ჩ. კ გამაფხვიერებელი
• ვანილი გემოვნებით

მომზადება:

1. ფართო ჯამში აურიეთ ფქვილი, მარილი და გამაფხვიერებელი.

2. აურიეთ დარბილებული კარაქი და შაქარი, ჩაამატეთ კვერცხი, ვანილი, ლიმონის წვენი და გათქვიფეთ მიქსერით 20-30 წამის განმავლობაში.

3. 20-30 წამის შემდეგ გადაიყვანეთ მიქსერი დაბალ სიჩქარეზე და ნელ-ნელა შეურიეთ მასას უკვე მომზაებული ფქვილის მიქსი. მოაყარეთ სეზამის მარცვლებიც.

4. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუს ცელსიუსზე. საცხობ ჭურჭელზე დააფინეთ პერგამენტი და დაალაგეთ ნამცხვრები ერთმანეთისგან 3-4 სმ-ის დაშორებით.

5. აცხვეთ ღუმელში 8-15 წუთით, ყურადღება მიაქციეთ რომ ორცხობილა არ დაიწვას.

ასევე დაგაინტერესებთ: მოამზადეთ ვაშლის დესერტი მარტივად! ძალიან მოგეწონებათ…