მოამზადეთ სადილად გემრიელი კარტოფილის ბრაწულა, ლორით! ძალიან მარტივია…


მოგწონთ სტატია?
Send to a friend

დაგჭირდებათ:

• 500 გრ. მოხარშული კარტოფილი
• 150 გრ. ფქვილი
• 1ც. კვერცხი
• 100 გრ. ლორი
• 100 გრ. ყველი
• მარილი და პილპილი გემოვნებით
• ზეთი

მომზადება:

1. მოხარშეთ კარტოფილი და მოამზადეთ მისგან პიურე. დაუმატეთ პიურეს კვერცხი, მარილი, პილპილი და ფქვილი. კარგად აურიეთ.

2. მიღებული ცომს მიეცით სქელი ბლინის ფორმა და მოათავსეთ გახურებულ, ზეთიან ტაფაზე. დააწყვეთ მასზე ლორისა და ყველის ნაჭრები და დაფარეთ მეორე კარტოფილის სქელი ბლინით.

3. შეწვით ორივე მხრიდან მანამ, სანამ არ მიიღებს ოქროსფერ შეფერილობას. მიირთვით ცხლად, არაჟანთან და მწვანილთან ერთად.

ასევე დაგაინტერესებთ: მიირთვით სადილად უგემრიელესი გამომცხვარი ყაბაყი, პომიდორითა და არაჟნით…