მოამზადეთ ქათმის უგემრიელესი სალათი, ანანასით! ეს აუცილებლად უნდა სცადოთ…


დაგჭირდებათ:

• 1 შეკვრა ქათმის ფილე
• 300 გრ. სოკო შამპინიონი
• 200 გრ. ყველი
• 300 გრ. კონსერვირებული სიმინდის მარცვლები
• 300 გრ. კონსერვირებული ანანასი
• 1 ც. ხახვი
• 2 კბ. ნიორი
• მაიონეზი გემოვებით

მომზადება:

1. კარგად გახურებულ ტაფაზე მოთუშეთ სოკო, წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად. მოაყარეთ მარილი.

2. მოხარშეთ ფილე, დაჭერით კუბებად და გადაურიეთ სიმინდის მარცვლებს. კუბებად დაჭერით ყველიც და შეურიეთ ქათმისა და სიმინდის მასას.

3. გადაურიეთ ყველა ინგრედიენტი, დაუმატეთ დაჭრილი ანანასი, გაჭყლეტილი ნიორი და მაიონეზი.

ასევე დაგაინტერესებთ: მოამზადეთ სადილად უგემრიელესი ქათამი, ნიორისა და თაფლის სოუსით! მოგეწონებათ…