მოამზადეთ ქათმის ფილე იტალიურად! ეს აუცილებლად მოგეწონებათ…


feature

დაგჭირდებათ:

• 1 ჭიქა პომიდვრიანი პესტოს სოუსი
• 225 გრ. დაჭრილი, ცოცხალი სოკო
• 4 ც. ქათმის ფილეს ნაჭერი
• 4 ნაჭერი მოცარელა
• 10 ნაჭერი ძეხვი სალიამი

მომზადება:

1. გაახურთ ღუმელი 180 გრადუს ცელსიუსზე. მოამზადეთ მინის საცხობი ჭურჭელი და დაამუშავეთ მისი ძირი პომიდვრიანი პესტოს სოუსით.

2. გაანაწილეთ სოკო ჭურჭელზე და მოასხით დარჩენილი სოუსი.

3. კარგად დასერეთ ქათმის ფილეს ნაჭრები და მოათავსეთ სოკოზე. თითოეულ ნაჭერს კარგად წაუსვით სოუსი.

4. მოათავსეთ ქათამზე მოცარელასა და სალიამის ნაჭრები. მოასხით დარჩენილი სოუსი და აცხვეთ ღუმელში 30 წუთის განმავლობაში.

ასევე დაგაინტერესებთ: მოამზადეთ მექსიკური ენჩილადა ქათმით! მარტივი და გემრიელი სადილი…