მოამზადეთ ფუმფულა ზეფირი ვაშლით! უგემრიელესი დესერტი, რომელიც ძალიან მოგეწონებათ…


დაგჭირდებათ:

• 250 გრ. ვაშლის პიურე
• 250 გრ. შაქარი (პიურესთვის)
• 475 გრ. შაქარი (სიროფისთვის)
• 1 ც. კვერცხის ცილა
• 11 გრ. ჟელატინი
• 160 მლ. წყალი
• 1 შეკვრა ვანილი
• შაქრის პუდრა

მომზადება:

1. მოამზადეთ პიურე: ღუმელში გამომცხვარი ვაშლი გათალეთ, გაასუფთავეთ და დაჭყლიტეთ. დაუმატეთ პიურეში შაქარი და ვანილი. დაასვენეთ მასა ცოტა ხნით. (თუ უკვე გამზდებულ ვაშლის პიურეს იყენებთ, შეგიძლიათ ნაკლები შაქარი დაუმატოთ)

2.წინასწარ დამბალი ჟელატინი მოატავსეთ საშუალო ცეცხლზე. ურიეთ მანა, სანამ ბოლომდე არ გაიხსნება.

3. მოამზადეთ სიროფი: კარგად აურიეთ შაქარი წყალში და მოათავსეთ საშუალო ცეცხლზე, ურიეთ მანამ, სანამ არ მიიღებთ ბლანტ მასას. შემდეგ დაუმატეთ გახსნილი ჟელატინი და გადმოდგით ცეცხლიდან. არ შეწყვიტოთ მორევა.

4. ცილის ნახევარი დაუმატეთ ვაშლის პიურეს და გათქვიფეთ ბლენდერით 1 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაუმატეთ მასას დარჩენილი ცილა და გათქვიფეთ მანამ, სანამ ფუმფულა მასას არ მიიღებთ.

5. დაუმატეთ მიღებულ მასას ჟელატინიანი სიროფი.

6. განაგრძეთ თქვეფა, ისე, რომ მასა გახდეს ფაფუკი და თეთრი.

7. გადმოიტანეთ ზეფირის მასა ფერგამენტზე პატარა ფორმებად. ამის გაკეთება ძალიან სწრაფად უნდა მოახერხოთ. დაასვენეთ ზეფირი 1 დღით და მირთმევის წინ აუცილებლად მოაყარეთ შაქრის პუდრა.

ასევე დაგაინტერესებთ: ძალიან მარტივი და განსაკუთრებულად გემრიელი ფრანგული სალათი!/a>