მოამზადეთ ფრანგული დესერტი, “კრეპვილი”! გემრიელი და მარტივია…


დაგჭირდებათ:

• 800-900 გრ. ხორბლის ფქვილი
• 950 მლ. რძე
• 5 ც. კვერცხი
• 100 გრ. შაქარი
• 200 გრ. კარაქი
• 4 ს. კ სახამებელი
• 400 გრ. შესქელებული რძე
• ვანილი გემოვნებით

მომზადება:

1. პირველ რიგში, მოამზადეთ კრეპები. ამისთვის, გათქვიფეთ 80 გრ. კარაქი და შაქარი. დაუამტეთ 2 კვერცხი, გათქვიფეთ, შემდეგ დაუმამტეთ მასას 300 მლ. რძე და კარგად აურიეთ.

2. ფქვილის ნახევარს შეურიეთ გამაფხვიერებელი და ეს მასა ჩააცერით უკვე მომზადებულ მიქსში. შემდეგ დაუმატეთ დარჩენილი ფქვილი და მოზილეთ ცომი ისე, რომ ხელზე არ გეკვროდეთ. მიღებული ცომი დაფარე და მოათავსეთ თბილ ადგილას ნახევარი საათით. შემდეგ მიეცით ცომს ძეხვის ფორმა და დაჭერით 20 თანაბარ ნაჭრად.

3. თითოეული ნაჭერი გააბრტყელეთ ბლინივით, ისე, რომ ფირფიტების დიამეტრი დაახლოებით 22 სნ. გამოვიდეს. ეცადეთ ფირფიტები ერთი ზომის იყოს, რომ ტორტი სწორად ააწყოთ.

4. აცხვეთ ფირფიტები და მორჩენილი ცომი 170 გრადუს ცელსიუსზე 4-5 წუთის განმავლობაში. მანამ, სანამ არ მიიღებს ყავიფსერ შეფერილობას.

5. კრემის მოსამზადებლად ქვაბში ჩაასხით რძე და დაუმატეთ ვანილი. მიიყვანეთ მასა ადუღებამდე და გადმოდგით ცეცხლიდან. დარჩენილი კვერცხი გათქვიფეთ სახამებელთან მანამ, სანამ მასა თეთრ ფერს არ მიიღებს. გათქვეფილი კვერცხი დაუმატეთ რძეში და აურიეთ.

6. მიღებული მასა შემოდგით ცეცხლზე, ურიეთ სისტემატიურად მანამ, სანამ არ მიიღებთ სქელ მასას. გათქვიფეთ კარაქი და დაუმატეთ შესქელებული რძე, კარგად ათქვიფეთ და ორივე კრემი ერთმანეთში აურიეთ.

7. თითოეულ ფირფიტას წაუსვით კრემი და ააწყვეთ ფენები. მორჩენილი, გამომცხვარი ცომი დაფშვენით და მორთეთ დესერტი. შეინახეთ მაცივარში.

ასევე დაგაინტერესებთ: აი როგორ კეთდება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ტორტი პარსლა!