მოამზადეთ ლობიოს უგემრიელესი სუპი მარტივად!


დაგჭირდებათ:

• 400 გრ. ლობიო
• 3 ც. კარტოფილი
• 0,25 ჭიქა ბრინჯი
• 3 ლ. წყალი
• 1 ც. ხახვი
• 1 ც. სტაფილო
• 1 ს. კ ფქვილი
• 30 მლ. მარილიანი კარაქი
• შავი პილპილი, მარილი და მწვანილი გემოვნებით

მომზადება:

1. დატოვეთ ადუღებულ, გაგრილებულ წყალში ჩაწყობილი ლობიო მთელი ღამის განმავლობაში. ასე ლობიოს უფრო ნაზი სტრუქტურა ექნება და არ გამოიწვევს შებერილობას.

2. გარეცხეთ ლობიო და ხარშეთ 50-60 წუთი.

3. გარეცხეთ, გათალეთ და დაჭერით ლობიო. გათლილი სტაფილო და ხახვი დაჭერით კუბებად. კარგად გარეცხეთ ბრინჯიც.

4. აადუღეთ წყალი და ჩაყარეთ მასში ლობიო, კარტოფილი, ბრინჯი, ნახევარი სტაფილო და ნახევარი ხახვი. ამზადეთ 20 წუთის განმავლობაში.

5. ამასობაში ტაფაზე კარგად მოთუშეთ ხახვისა და სტაფილოს დარჩენილი რაოდენობა. შემდეგ მოაყარეთ ფქვილი და თუშეთ კიდევ 1 წუთის განმავლობაში.

6. დაუმატეთ მოთუშული მასა სუპს. ხარშეთ კიდევ 7 წუთი. დაუმატეთ მარილი, პილპილი და მწვანილი.

ასევე დაგაინტერესებთ: მაკარონი ბეკონითა და ქათმით! უგემრიელესი სადილი მთელი ოჯახისთვის…