მოამზადეთ კლასიკური, უგემრიელესი ჩიზქეიქი მარტივი რეცეპტით!


დაგჭირდებათ:

• 200 გრ. ორცხობილა (პეჩენია)
• 100 გრ. კარაქი
• 100 გრ. ნაღების ყველი
• 2 ც. კვერცხი
• 200 გრ. შესქელებული რძე
• 200 გრ. უცხიმო შესქელებული რძე
• 1 ჩ. კ ვანილის ექსტრაქტი

მომზადება:

1. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუს ცელსიუსზე. დაფშვენით ორცხობილა ბლენდერით

2. აურიეთ დაფშვნილ ორცხობილას გამდნარი კარაქი ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. მიღებული მიქსი ჩაპრესეთ საცხობ ჭურჭელში.

3. ბლენდერში გათქვიფეთ კვერცხი, ნაღების ყველი, ვანილის ექსტრაქტი, შედედებული რძე და უცხიმო შედედებული რძე. მოასხით მიღებული შიგთავსი გამზადებულ ცომს და აცხვეთ ჩიზქეიქი 40-45 წუთის განმავლობაში. (მანამ, სანამ არ მიიღებს ოქროსფერ შეფერილობას)

ასევე დაგაინტერესებთ: მოამზადეთ უგემრიელესი შოკოლადის ტარტი მარწყვით! ამ დესერტს ცხობა არ სჭირდება