მოამზადეთ კარამელიზირებული ფორთოხალი – მარტივი და გემრიელი დესერტი…


დაგჭირდებათ:

• 1 კგ. ფორთოხალი
• 400 გრ. ყავისფერი შაქარი
• 100 მლ. წყალი

მომზადება:

1. რახან ფორთოხლის გამოყენება კანთან ერთად მოგიწევთ, ისინი ძალიან კარგად გარეცხეთ.დაჭერით დაახლოებით 0,5 სნ. სისქის რგოლებად.

2. ღრმა ქვაბში ჩაყარეთ შაქარი ერთ ფენად და მოათავსეთ მასზე დაჭრილი ფორთოხლის ფენა. მასაც მოაყარეთ შაქარი და ასე ააწყვეთ ფენებად ფორთოხალი, ისე რომ ბოლო ფენა იყოს შაქარი.

3. მოასხით წყალი, დაახურეთ ქვაბს თავსახური და ამზადეთ დაბალ ცეცხლზე 2 საათის განმავლობაში. აუცილებლობის შემთხვევაში დაუმატეთ წყალი.

ასევე დაგაინტერესებთ: მოამზადეთ ვაშლის დესერტი მარტივად! ძალიან მოგეწონებათ…