მოამზადეთ ჰაეროვანი ორცხობილები მარტივად! ძალიან გემრიელია…


• 15 გრ. საფუარი
• 1/4 ჭიქა თბილი წყალი
• 2 ჭიქა თბილი რძე
• 5 ჭიქა ფქვილი
• 1/3 ჭიქა შაქარი
• 2 ჩ. კ მარილი
• 2 ჩ. კ გამაფხვიერებელი
• 1 ჩ. კ სოდა
• 1 ჭიქა კონდიტერული ცხიმი (შორტენინგი)

მომზადება:

1. პატარა ჯამში გახსენით საფუარი თბილ წყალში და დაასვენეთ 5 წუთით. შემდეგ შეურიეთ რძე და დაასვენეთ.

2. ფართე ჯამში აურიეთ ფქვილი, შაქარი, მარილი, გამაფხვირებელი და სოდა. ჩააჭერით მიქსს საკონდიტრო ცხიმი (მის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ კარაქი) და ხელით აურიეთ, მანამ, სანამ არ მიიღებთ ფხვიერ მასას. შეურიეთ საფუარიანი მასაც

3. ფქვილით დაფარულ ზედაპირზე მოზილეთ ცომი მსუბუქად. გააბრტყელეთ ცომი და ამოჭერით სასურველი ფორმის ნამცხვრები. განათავსეთ ისინი ცხიმწასმულ საცხობ ჭურჭელზე, გადააფარეთ სამზარეულოს ტილო და დაასვენეთ თბილ ადგილას 1 საათით.

4. აცხვეთ 230 გრადუს ცელსიუსზე გახურებულ ღუმელში 8-10 წუთის განმავლობაში. უკვე მომზადებული დაამუშავეთ გამდნარი კარაქით.

ასევე დაგაინტერესებთ: ამ არომატული და გემრიელი დესერტის მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო დაგჭირდებათ!