მოამზადეთ ღორის სუკი სანელებლებით! მარტივი და გემრიელია…


დაგჭირდებათ:

• 1 კგ. ღორის ხორცი (უძვლო კარეიკა)
• 3 ს. კ მარილი
• 1 თავი ნიორი
• 2 ჩ. კ კვლიავის მარცვლები
• 2 ც. დაფნის ფოთოლი
• 1 ჩ. კ ქინძი
• 1 ჩ. კ მშრალი მდოგვის მარცვლები
• 1 ჩ. კ დაფქვილი წიწაკა

მომზადება:

1. გარეცხეთ ხორცი და გაამშრალეთ სამზარეულოს ქაღალდით. დაამუშავეთ მარილით და მოათავსეთ თავსახურიან კონტეინერში.მოათავსეთ მაცივარში 2-3 დღით პერიოდულად გადაწურეთ წვენი, რომელსაც ხორცი გამოუშვებს.

2. მოამზადეთ სანელებლების მიქსი. გარჩეული ნიორი გაატარეთ, აურიეთ კვლიავის მარცვლებში, დაფშვნილ დაფნის ფოთოლში, ქინძში, მდოგვის მარცვლებსა და წიწაკაში. დაუმატეთ მწიკვი მარილი. თუ გაქვთ ქვასანაყი, მისი გამოყენება ამ შემთხვევაში უმჯობესი იქნება.

3. როცა დრო მოვა, გამოიღეთ ხორცი მაცივრიდან და კარგად წაუსვით სანელებლების პასტა. მჭიდროდ შეახვით ბინტში ან თხელი ტილოს ნაჭერში და დაკიდეთ სამზარეულოში ისეთ ადგილას, სადაც ჰაერი შედარებით მშრალია.

4. 3-4 დღეში ხორცი მზად იქნება, თუმცა შეგიძლიათ უფრო დიდხანს დატოვოთ მშრალ ადგილას.

ასევე დაგაინტერესებთ: გემრიელი კოტლეტის მომზადების საიდუმლო! ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ…