მოამზადეთ გემრიელი საუზმე – ყველიანი სენდვიჩი, განსხვავებულად!


ყველამ კარგად ვიცით ტრადიციული საუზმის, ყველიანი ბუტერბროდების მომზადება, თუცა გთავაზობთ განსხვავებულ რეცეპტს, სადაც კარაქის ნაცვლად მაიონეზს ვიყენებთ.

დაგჭირდებათ:

2 ნაჭერი სენდვიჩის პური
2 ნაჭერი სასურველი ყველის ნაჭერი
2-3 ჩ. კ მაიონეზი

მომზადება:

უბრალოდ წაუსვით მაიონეზი პურს და მოათავსეთ ცხიმიან ტაფაზე, ისე, რომ მაიონეზიანი მხარე ტაფაზე აღმოჩნდეს. შემდეგ დააწყვეთ პურზე ყველის ნაჭრები, ზემოდან კი კიდევ ერთი ნაჭერი პური დაადეთ, მაიონეზიანი გვერდით მაღლა. შეწვით სენდვიჩი ორივე მხრიდან და გემრიელად მიირთვით.

ასევე დაგაინტერესებთ: ნახეთ, როგორ უნდა მოამზადოთ კარტოფილისა და ყველის გემრიელი ბრაწულა!