მოამზადეთ გემრიელი და ჯანსაღი ბოსტნეულის სალათი მარტივად!


დაგჭირდებათ:

• 1 ც. დაჭრილი კიტრი
• 1 ქილა შავი ლობიოს მარცვლები
• 1 1/4 ჭიქა სიმინდის მარცვლები
• 1 ც. დაჭრილი წითელი ბულგარული წიწაკა
• 1 ჭიქა დაჭრილი პომიდორი ჩერი
• 1/2 ჭიქა დაჭრილი ოხრახუში
• 1 ც. ლაიმი
• 1 ც. დაჭრილი ავოკადო
• მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება:

1. მოათავსეთ დაჭრილი კიტრი, ლობიოს მარცვლები, სიმინდი, წითელი ბულგარული წიწაკა, პომიდორი ჩერი და ოხრახუში ჯამში. მოაწურეთ სალათს ლაიმი და აურიეთ.

2. გადაურიეთ კერძს დაჭრილი ავოკადო, მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით და გემრიელად მიირთვით.

ასევე დაგაინტერესებთ: ნახეთ როგორ უნდა მოამზადოთ ამერიკული გამომცხვარი სენდვიჩი! გემრიელი და მარტივია…