მოამზადეთ გამომცხვარი კარტოფილი ნივრის სოუსით! მარტივი და გემრიელი კერძი…


დაგჭირდებათ:

• 1 კგ. კარტოფილი
• 3 კბ. ნიორი
• 3 ს. კ ზეთი
• მწვანილი
• 1 მწიკვი კურკუმა
• 1 მწიკვი პაპრიკა
• 1 მწიკვი ქონდარი
• შავი პილპილი და მარილი გემოვნებით

მომზადება:

1. პატარა და საშუალო ზომის კარტოფილები კარგად გარეცხეთ და დაჭერით ფართე ნაჭრებად, და თითოეული ნაჭერი დაჩხვლიტეთ კბილის ჩხირის საშუალებით.

2. აურიეთ ერთმანეთში დაჭყლეტილი ნიორი, ზეთი, მწვანილი, მარილი და სანელებლები.

3. მომზადებული სოუსი მოასხით კარტოფილის ნაჭრებს, კარგად აურიეთ. მოათავსეთ კარტოფილი სოუსთან ერთად საცხობ პარკში.

4. გაახურეთ ღუმელი 200 გრადუს ცელსიუსზე და აცხვეთ კარტოფილი 50-60 წუთის განმავლობაში.

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ მოვამზადოთ შემწვარი თევზი მდოგვის სოუს-მარინადთან ერთად? გემრიელია!