მოამზადეთ ბაქლავას ჩიზქეიქი – უგემრიელესი და განსხვავებული დესერტი!


ცომისთვის დაგჭირდებათ:

• 340 გრ. კარგად დაფშვნილი ორცხობილა (პეჩენია)
• 1/2 ჭიქა დარბილებული კარაქი

ჩიზქეიქის შიგთავსისთვის დაგჭირდებათ:

• 900 გრ. ნაღების ყველი
• 1 ჭიქა შაქარი
• 1/4 ჭიქა ახალგამოწურული ლიმონის წვენი
• 1 ჩ. კ ვანილი
• 4 ც. კვერცხი

ბაქლავისთვის დაგჭირდებათ:

• 1 ჭიქა დაჭრილი ნიგოზი
• 1/4 ჭიქა შაქარი
• 3 ს. კ გამდნარი კარაქი
• 1/2 ჩ. კ დარიჩინი
• 15 ც. ფილოს ნაჭერი (ბაქლავის თხელი ცომი)
• 1/2 ჭიქა გამდნარი კარაქი

• 1/2 ჭიქა სიმინდის (გლუკოზის) სიროფი

მომზადება:

1. კარგად, ჩანგლით აურიეთ ერთმანეთში ორცხობილის ნაფშვენები და კარაქი.მიღებული მასა ჩაპრესეთ საცხობ ფორმაში და მის გვერდებზე. გამოაცხვეთ ცომი ღუმელში 5-10 წუთის განმავლობაში.

2. ჩიზქეიქის მოსამზადებლად, დიდ ჯამში გათქვიფეთ ნაღების ყველი და შაქარი მაღალ სიჩქარეზე 10 წუთის განმავლობაში: მანამ, სანამ არ მიიღებთ ფუმფულა მასას. დაუმატეთ ლიმონის წვენი, ვანილი და კვერცხი თანდათანობით. კარგად გათქვიფეთ და მასა მოასხით უკვე გამომცხვარ, გაგრილებულ ცომს.

3. ბაქლავას მოსამზადებლად ჯამში აურიეთ ნიგოზი,შაქარი, კარაქი და დარიჩინი.

4. ჩიზქეიქზე დააწყვეთ 5 ფენა ფორის მსგავსად გამოჭრილი ფილო, წასუვით კარაქი, შემდეგ წაუსვით ბაქლავა, გაიმეორეთ იგივე, ისე, რომ სულ ორი ბაქლავის ფენა გქონდეთ. ბაქლავაზე დააწყვეთ კარაქით დამუშავებული 5 ცალი ფილოს ფირფიტა. (სულ 15 ცალი ფირფიტა დაგჭირდებათ)

5. აცხვეთ 160 გრადუსზ გახურებულ ღმელში საათნახევრის განმავლობაში. სურვილისამებრ შეგიძლიათ ჩიზქეიქს მოასხათ თბილი სიროფი. გააჩერეთ დესერტი ოთახის ტემპერატურაზე, ხოლო შემდეგ შეინახეთ მაცივარში 6-12 საათის განმავლობაში. მხოლოდ ამის შემდეგ დაჭერით.

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ მოვამზადოთ ხაჭოს ტორტი მშრალ ტაფაზე? გემრიელი და მარტივია!