მოამზადეთ ბანანის ჩიზქეიქი ამ მარტივი რეცეპტით და გააოცეთ სტუმრები…


დაგჭირდებათ:

• 500 გრ. უცხიმო ხაჭო
• 5-6 ც. ბანანი
• 2 ს. კ ფქვილი
• 1 ც. კვერცხი

მომზადება:

1. ხაჭო დააბლენდერეთ. (ან სულაც გახეხეთ) მოამზადეთ ბანანის პიურე ბლენდერით, ან ჩანგლით.

2. ბანანისა და ხაჭოს მიქსს დაუმატეთ კვერცხი და ფქვილი. შგიძლიათ დაუმატოთ ვანილიც. მოამზადეთ მიქსისგან ცომი.

3. საცხობი ჭურჭელი დაამუშავეთ კარაქითა და ფქვილით. აცხვეთ დესერტი 180 გრადუს ცელსიუსზე 30 წუთის განმავლობაში.

ასევე დაგაინტერესებთ: ნახეთ როგორ უნდა დაამსგავსოთ თქვენი ტორტი გოჭს! ეს ბავშვებს მოეწონებათ…