მოამზადეთ ბადრიჯნისა და სოკოს უგემრიელესი სადილი მარტივად!


დაგჭირდებათ:

• 3-4 ც. საშუალო ზომის ბადრიჯანი
• 2 ც. ხახვი
• 3 ც. კვერცხი
• 1 მუჭა გამომშრალი სოკო
• ზეთი
• მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

1. გათალეთ ბადრიჯანი და დაჭერით ის კუბებად. კარგად გათქვიფეთ კვერცხი და ჩააწყვეთ მასში ბადრიჯნის ნაჭრები კარგად აურიეთ და დაფარეთ თავსახურით.

2. დაასვენეთ ბადრიჯნისა და კვერცხის მასა 1 საათის განმავლობაში და ამ დროის მანძილზე აურიეთ 5-6-ჯერ. ამ დროისთვის ბადრიჯანმა კვერცხი მთლიანად უნდა შეიწოვოს.

3. შეწვით ბადრიჯანი ტაფაზე, ზეთში. დაჭერით ხახვი და ჩაუმატეთ ბადრიჯანს ტაფაშივე. ურიეთ და თუშეთ კიდევ 3 წუთი.

4. ჩაუმატეთ ბადრიჯანს დაჭრილი, გამომშრალი სოკო და თუშეთ კერძი მომზადებამდე. მოაყარეთ მარილი და შავი წიწაკა.

ასევე დაგაინტერესებთ: ნახეთ, როგორ უნდა მოამზადოთ გამომცხვარი, ხრაშუნა კარტოფილი მარტივად…