

ავოკადოსგან მომზადებული ეს საზაფხულო დესერტი განსაკუთრებით ვეგანებს მოეწონებათ, რადგან მის მოსამზადებლად რძის პროდუქტი საერთოდ არ გჭირდებათ. თუმცა, ავოკადოს სმუზს არავეგანებიც შეიყვარებთ, რადგან ვიტამინებითა და ჯანსაღ ცხიმით მდიდარი გემრიელი სასუსნავია…
დაგჭირდებათ:
• 1ც. ავოკადო
• 1/3 ჭიქა აკაჟუ
• 1-2 ს.კ ვანილის ექსტრაქტი
• 1/3 ჭიქა ლაიმის წვენი (ახლადგამოწურული)
• 3 ს. კ თაფლი
• 1,5 ჭიქა ნუშის ან ქოქოსის რძე
მომზადება:
1. გათქვიფეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში, მანამ, სანამ არ მიიღებთ სმუზის კონსისტენციის მასას. შეგიძლიათ გაყინოთ საყინულეში 1-2 საათის განმავლობაში, რის შედეგადაც ნაყინს მიიღებთ, ან პირდაპირ მიირთვათ ეს ჯანსაღი და გემრიელი სმუზი.
ასევე დაგაინტერესებთ: ნახეთ როგორ უნდა მოამზადოთ უგემრიელესი დესერტი – ატმის კობლერი ნაყინით!