მიირთვით უგემრიელესი ლორისა და ქათმის ბრაწულა! აუცილებლად უნდა გასინჯოთ…


სახლის გარეთ, რესტორანში ან სტუმრად ჭამა შესაძლოა ძალიან კარგ გამოცდილებად იქცეს. ვსინჯავთ ისეთ კერძებს, რომლებიც აქამდე არ გვიცდია და მათ სხვადასხვა ვარიაციას სახლშიც ვაკეთებთ. სწორედ ასეთი მეთოდითაა შექმნილი მოცემული, უგემრიელესი სადილის რეცეპტი, რომელიც ამერიკული კორდონ ბლუსგანაა ინსპირირებული.

დაგჭირდებათ:

ბრაწულა:
• 450 გრ. დაწეწილი ქათმის ფილე
• 13ც. ლორის ნაჭერი
• 10ც. შვედური ყველის ნაჭერი

სოუსი:
• 4 ს. კ კარაქი
• 4 ს. კ ფქვილი
• 3 ¼ ჭიქა რძე
• 2 ს. კ ლიმონის წვენი
• 1 ½ ს. კ დიჟონის მდოგვი
• ½ ჩ. კ პაპრიკა
• ¼ ჩ. კ შავი პილპილი

ტოპინგი:
• ¼ ჭიქა კარაქი
• 1 ½ ჭიქა საფანელი
• 1 ½ ჩ. კ ნივრის ფხვნილი
• 1 ½ ჩ. კ დაჭრილი ოხრახუში
• ¼ ჩ. კ შავი პილპილი.

მომზადება:

1. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუს ცელსიუსზე და დაამუშავეთ საცხობი ტაფა ცხიმით.

2. გააკეთეთ დაწეწილი ქათმის ფილეს ფენა საცხობი ტაფის ძირზე, შემდეგ გადაანაწილეთ ლორის ფენა და ყველის ფენა.

3. ახლა სოუსს მივხედოთ: საშუალო ცეცხლზე გაადნეთ კარაქი ფქვილთან ერთად და ურიეთ მანამ, სანამ გლუვი კონსისტენცია არ ექნება. მორევასთან პარალელურად ნელა დაუმატეთ რძე მიქსტურას და ურიეთ მანამ, სანამ არ მიიღებს სქელ კონსისტენციას. (დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში)

4. ჩაუმატეთ სოუსში ლიმონის წვენი, პაპრიკა, დიჟონის მდოგვი და შავი პილპილი. მიიყვანთ მასა თუხთუხამდე და გაუჩერებლად ურიეთ. როცა სოუსს ექნება თქვენთვის სასურველი სისქე, მოასხით იგი საცხობზე ფენებად დალაგებულ კერძს.

5. პატარა ტაფაში გაადნეთ კარაქი, შეურიეთ საფანელი, ნიორი, ოხრახუში და პილპილი. მიღებული მასა მოაყარეთ კერძს. აცხვეთ ბრაწულა 35 წუთის განმავლობაში და გემრიელად მიირთვით!

ასევე დაგაინტერესებთ: მირთვით უგემრიელესი კარტოფილის ბრაწულა! მისი გაკეთება ყველას შეუძლია…