მიირთვით სადილად უგემრიელესი გამომცხვარი ყაბაყი, პომიდორითა და არაჟნით…


ყაბაყი ძალიან სასარგებლო და გემრიელი პროდუქტია, რომლისგანაც ძალიან ბევრი გემრიელობის მომზადება შეიძლება. ბოსტნეული ხელს უწყობს მეტაბოლიზმის დარეგულირებას, კანის გაწმენდასა და სისხლის უჯრედების გამდიდრებას.

დაგჭირდებათ:

• 1-2 ც. პომიდორი
• 200 გრ. ყაბაყი
• 1 ც. ბულგარული წიწაკა
• 20 გრ. არაჟანი
• 2,5 ს. კ რძე
• 1 ც. ყავა
• 30 გრ. ყველი
• მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება:

1. დაჭერით ყაბაყი და პომიდორი, ნახევარი სანტიმეტრის სისქის, მრგვალ ნაჭრებად. ბულგარული წიწაკა გაათავისუფლეთ თესლისგან და დაჭერით რგოლებად. ჩააწყვეთ ბოსტნეული ცეცხლგამძლე ჯამში.

2. მოაყარეთ ბოსტნეულს მარილი, პილპილი და მოასხით არაჟანი (ან მაიონეზი)

3. ცალე ჯამში ჩანგლით გათქვიფეთ კვერცხი, რძე, მარილი და პილპილი.

4. მოაყარეთ ბოსტნეულს გახეხილი ყველი და მოასხით გათქვეფილი კვერცხი

5. აცხვეთ დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში 180 გრადუს ცელსიუსზე.

ასევე დაგაინტერესებთ: გაიგეთ როგორ მოამზადოთ უგემრიელესი ხორცის ღვეზელი მარტივად!