მიირთვით სადილად გემრიელი და ჯანსაღი ბოსტნულის ბრაწულა! მარტივია…


ბოსტნეულის ბრაწულა იდეალური სადილია: ის ჯანსაღია და გემრიელი და რაც მთვარია ძალიან, ძალიან მარტივად მზადდება.

დაგჭირდებათ:

• 2ც. ყაბაყი
• 2 ც. კარტოფილი
• 2 ც. სტაფილო
• 1ც. ხახვი
• 1 ც. ბულგარული წიწაკა
• 4 კბილი ნიორი
• 4 ც. კვერცხი
• 4 ს. კ საფანელი
• 1 ს. კ ზეთი
• მწვანილი
• მარილი და სანელებლები გემოვნებით

მომზადება:

1. გარეცხეთ და გაწმინდეთ ყველა ინგრედიენტი. ყაბაყი შეგიძლიათ არ გათალოთ.

2. სახეხზე გახეხეთ კარტოფილი, ყაბაყი და სტაფილო. წვრილად, ვერტიკალურად დაჭერთ ბულგარული წიწაკა და ხახვი, გაჭყლიტეთ ნიორი.

3. დაჭრილ ბოსტნეულს დაუმატეთ გათქვეფილი კვერცხი, საფანელი, მარილი და სასურველი სანელებლები და კარგად აურიეთ.

4. დაამუშავეთ საცხობი ტაფა ცხიმით და მოათავსეთ მასზე ბოსტნეულის მასა. აცხვეთ 45 წუთით 200 გრადუს ცელსიუსზე გახურებულ ღუმელში.

ასევე დაგაინტერესებთ: ძალიან მარტივი და განსაკუთრებულად გემრიელი ფრანგული სალათი!/a>