მიირთვით გამომცხვარი, დარიჩინიანი ვაშლი ვანილის ნაყინთან ერთად!


დაგჭირდებათ:

• 2ც. დიდი ზომის ვაშლი
• 4 ს. კ ყავისფერი შაქარი
• 2,5 ს. კ კარაქი
• 3/4 ს. კ დაფქული დარიჩინი
• 2 ს. კ შვრიის ფანტელი
• 1 ჩ. კ ფქვილი
• 1/4 ჩ. კ მარილი
• ვანილის ნაყინი

მომზადება:

1. პატარა ჯამში ერთმანეთს კარგად გადაურიეთ 2 ს. კ შაქარი, დარიჩინი და გამდნარი კარაქი.

2. გათალეთ ვაშლი და გაათავისუფლეთ გულისგან. შემდე გაჭერით თითოეული ვაშლი ორ თანაბარ ნაწილად და დასერეთ თითოეული ნაჭერი.

3. მოათავსეთ ვაშლი ცხიმით დამუშავებულ საცხობ ჭურჭელში და წაუსვით მას წინასწარ მომზადებული შაქრის მასა.

4. დაფარეთ საცხობი ჭურჭელი ფოლგით და აცხვეთ 200 გრადუს ცელსიუსზე გახურებულ ღუმელში 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ მოხსენით ჭურჭელს ფოლგა და აცხვეტ ვაშლი ასე 10 წუთის მანძილზე.

5. ჯამში კარგად გადაურიეთ ერთმანეთს დარჩენილი შაქარი, გამდნარი კარაქი, დარიჩინი, შვრიის ფანტელი. ფქვილი და მწიკვი მარილი.

6. წაუსვით მიღებული მასა ვაშლის ნაჭრებს და აცხვეთ ისინი კიდევ 10 წუთით. მიირთვით ვანილის ნაყინთან ერთად.

ასევე დაგაინტერესებთ: მოამზადეთ ვაშლის გემრიელი და ჰაეროვანი ღვეზელი მარტივად!