გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი ყაბაყის კოტლეტები!


დაგჭირდებათ:

• 2 ც. ყაბაყი
• 2 ც. კვერცხი
• 50 გრ. ყველი
• 5 ს. კ ფქვილი
• ოხრახუში ან რომელიმე სხვა მწვანილი გმეოვნებით
• ნიორი
• ზეთი
• არაჟანი

მომზადება:

1. გარეცხეთ ყაბაყი და გახეხეთ. შეგიძლიათ ყაბაყს გადაურიოთ გახეხილი კარტოფილიც. ასე კოტლეტები უფრო მყარი კონსისტენციის იქნება და მდიდარ გემოს შეიძენს.

2. გახეხეთ ყველი და წვრილად დაჭერით მწვანილი

3. გადაურიეთ გახეხილი ყაბაყი, ყველი და მწვანილი კვერცხსა და ფქვილს. თუ მასა თხელი გამოვიდა, დაუმატეთ მას ფქვილი.

4. შეწვით ყაბაყის კატლეტები კარგად გახურებულ ტაფაზე ორივე მხრიდან.

ასევე დაგაინტერესებთ: კომბოსტოს ნამცხვარი კეფირით გემრიელი და მარტივად მოსამზადებელია!